უახლესი მონაცემები საქართველოს კურორტებზე არსებული ფასების შესახებ

უახლესი მონაცემები საქართველოს კურორტებზე არსებული ფასების შესახებ

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება, თუ სად გავატაროთ შვებულება. "ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, რა ღირს ზაფხულში დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე.

ბორჯომი

ზაფხულის კურორტებიდან ბორჯომი დამსვენებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქალაქში თქვენ ნახავთ როგორც ძვირად ღირებულ სასტუმროებს, ასევე მცირე ტიპის კოტეჯებსა და საოჯახო სასტუმროებს. ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო "ქრაუნ პლაზაში" ზაფხულის პერიოდში ერთი ღამის მინიმალური ღირებულება 230 დოლარია, ფასში შედის სამჯერადი კვება. რაც შეეხება სახლის დაქირავებას, ერთოთახიანი სახლის ორი კვირით დაქირავება 800-900 ლარიდან იწყება, თუმცა ფასები ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.

საირმე

თუ სასტუმრო "საირმეში" გადაწყვეტთ დასვენებას, მდინარის ხედით სტანდარტული ნომრის ღირებულების ფასი ერთი დღით იანვრიდან მაისის ჩათვლით 59 დოლარი იქნება, იმავე პერიოდში ბუნების პეიზაჟიანი ხედით ნომერში 48 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

თუმცა, განსხვავებული ფასის გადახდა მოუწევს მათ, ვინც სასტუმრო "საირმეში" დასვენებას ივნისიდან სექტემბრის პერიოდში გადაწყვეტს - მდინარის ხედით ნომერში 76 დოლარის, ხოლო ბუნების ხედით ნომერში 65 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

სასტუმრო "იმერეთში" დაბინავება კი ერთადგილიან ნომერში ცხელი წყლის გარეშე 50 ლარი ღირს, ცხელი წყლით კი 65 ლარია.

რაჭა

რაჭაში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო "სანსეტ შოვია", რომელმაც სტუმრების მიღება პირველი მაისიდან დაიწყო. მაისსა და ივნისში სტანდარტული ნომერი ორ ადამიანზე 165 ლარი ღირს, თვეების მიხედვით კი ფასიც იზრდება, ივლისში 220 ლარი იქნება, აგვისტოში კი ფასი 295-მდე იზრდება. ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, უწყვეტი ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზიით სარგებლობა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი