2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

2010 წლიდან დღემდე, დაღუპულია 20, ხოლო დაშავებულია 19 მეშახტე, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად რეაგირება არ ხდება.

"სახელმწიფო სტრუქტურები ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ტყიბულში რამდენიმე შედარებით დაბალი თანამდებობის პირი დარღვევების გამო, პასუხისგებაში მისცეს. თუმცა, მკაცრი მითითება კომპანიისთვის ხელისუფლებას არ მიუცია. სახელმწიფომ საზოგადოებას მოახვია მკაცრი დოქტრინა, რომლის გამოც, დღეს მოსახლეობა ბიზნესთან 100-ით 0-ს აგებს," - განმარტავს ის და დასძენს, რომ "საქნახშირი" გაფრთხილებებს სამუშაო პირობებთან დაკავშირებით იღებდა, თუმცა, ხელისუფლებისგან ასეთი რეაგირება ეფექტური არ არის.

"შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამბობს, რომ ტყიბულში შემოწმება რამდენჯერმე ჩაატარა და რეკომენდაციები მისცა კომპანიას ადმინისტრაციას, თუ მართლა ასეა, მაშინ უბედური შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო. კვლევის საგანია, ამწევი დანადგარი, რომელიც ჩავარდა და 4 ადამიანი ჩაიყოლა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო თუ არა შემოწმებული და თუ იყო, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს.

ასევე, გამოსაძიებელია, დანადგარები ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა თუ არა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ მომხდარში კომპანიის პასუხისმგებლობა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილის მომზადების პროცესში იკვეთება. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი