"გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ..." - 2 წლის საბა კილასონია ისრაელის კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის

"გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ..." - 2 წლის საბა კილასონია ისრაელის კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის

...ჯერ კიდევ ორი თვის წინ, თანატოლების მსგავსად თამაშობდა. თამაშობდა და ბავშვური სილაღით ოჯახში დიდი ბედნიერება შეჰქონდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე, ენერგიული პატარა საბას ღიმილის უკან, უმძიმესი დიაგნოზი იმალებოდა.

ერთ დღესაც სიარული გაუჭირდა, თითქოს კოჭლობდა... შეშფოთებულმა მშობლებმა სასწრაფოდ გამოკვლევაზე წაიყვანეს... კვლევა დიდხანს გაგრძელდა, კიდურებსა და ხერხემალზე არაფერი საგანგაშო არ იკვეთებოდა. ახლობლის რჩევით, 4 აპრილს, თავის ტვინის ტომოგრაფია გაუკეთეს, დასკვნა მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო: 2 წლის საბას თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. სიარულის შეზღუდვა დიდი ზომის სიმსივნურმა წარმონაქმნმა გამოიწვია, რომელიც 7 სმ-ს აღწევდა. ბავშვი დაუყონებლივ სტაციონარში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. საჭირო იყო, დაუყონებლივი ოპერაციის გაკეთება საზღვარგარეთ. თუმცა, ოჯახს საკმარისი თანხა არ გააჩნდა. პატარა საბას გადარჩენა სასწორზე იყო... 15 აპრილის ღამეს, ბავშვს ინსულტი დაემართა. მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, საჭირო გახდა თავის ქალის ნაწილის ამოჭრა და ღიად დატოვება. პატარა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს...

სასოწარკვეთილი ოჯახი სხვადასხვა გზებით ცდილობდა საჭირო თანხის მოძიებას. საბედნიეროდ, ერთმა ადამიანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, საბასა და მისი ოჯახის წევრების საზღვარგარეთ გამგზავრება და ბავშვის ოპერაცია დააფინანსა. 18 აპრილს, ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში საბას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

ხატია კილასონია, საბას მამიდა: "18 აპრილს ჩამოვედით ისრაელში და სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია, ამოაჭრეს სიმსივნე. ორი დღის შემდეგ კიდევ ჩაუდგეს შუნტი თავში, რადგან სითხის გაწოვა არ ხდებოდა. მერე მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და დაიწყო დამოუკიდებლად სუნთქვა, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ამ ყველაფერს დაემატა მენინგიტი. ამიტომ კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს.

ახლა თავისით სუნთქავს, მაგრამ არის კომაში და წევს რეანიმაციაში. რაც შეეხება თვითონ სიმსივნეს, ექიმების თქმით, არის ყველაზე რთული ფორმა. გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ. ბოლომდე განკურნების შანსი ძალიან დაბალია, საჭიროა მუდმივი კონტროლი და მკურნალობა. ამ ეტაპზე, ზუსტად რა თანხა დაგვიჯდება საბას სიცოცხლისთვის ბრძოლა, ჯერ არ ვიცით. უკიდურესად გვიჭირს, როგორც მატერიალურად, ისე - მორალურად. აქ, ისრაელში, ამავე საავადმყოფოში, სადაც საბა წევს, მსგავსი დიაგნოზით და ოპერაციებით სხვა ბავშვის მშობლებს 300 000 აშშ დოლარი დაუჯდათ მკურნალობა. ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით საჭირო თანხის ოდენობა. თუმცა, კოლოსალური თანხა რომაა საჭირო, ამას ნამდვილად ვხვდებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ლარი მაინც გაიღო საბას დასახმარებლად, ჩვენთვის თითოეულ თეთრს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს". 

5 მაისს, საბას დასახმარებლად სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო საღამო, სადაც 300 ლარამდე თანხა შეგროვდა. ეს ის შემთხვევაა, როცა დრო შანსს არ იძლევა. ახლა, ამ სტატიის კითხვის დროს, საქართველოდან შორს, ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში 2 წლის ბავშვი სიცოცხლისთვის იბრძვის. მისი მკურნალობის თანხა სასწრაფოდ შესაგროვებელია. ჩვენ კი, შეგვიძლია კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ. საზოგადოების ერთიანობითა და მხარდაჭერით არაერთი გადარჩენილა. ამის მაგალითი ძალიან ბევრია. ამიტომ, ახლა საჭიროა, პატარა საბას ირგვლივ ჩვენი ერთიანობა და ბრძოლა მისი გადარჩენისთვის...

მიმღები: ლაშა კილასონია

ანგ. ნომერი TBC ბანკი: GE04TB0563145063822339

საქართველოს ბანკი: GE85BG0000000315293900

პირადი ნომერი: 01030027119

ბილაინისა და მაგთის ყველა ოპერატორი: 0901701261

თორნიკე ყაჯრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი