"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს" - პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი

"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს" -  პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი

ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი თა­ვი­სი შრო­მით ირ­ჩენს თავს (ა­მი­ტო­მაც, მა­თი უმე­ტე­სო­ბა ძალ­ზე ღა­რი­ბი­ა), ზო­გი - ქურ­დო­ბით ან თაღ­ლი­თო­ბით, ზო­გი კი­დევ, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაშ­ვე­ბით - ე.წ. ნა­სედ­კო­ბით. მოკ­ლედ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფუ­ლის შოვ­ნის ათას­გ­ვა­რი მე­თო­დი არ­სე­ბობს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, ვინც სხვი­სი უბე­დუ­რე­ბის ხარ­ჯ­ზე ცდი­ლობ­და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბას, რად­გან მი­აჩ­ნ­და, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად დან­დო­ბის ღირ­სი არა­ვინ არის, მაგ­რამ მე­რე მიხ­ვ­და, რომ ძა­ლი­ან ცდე­ბო­და; საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა აიძუ­ლა, ცხოვ­რე­ბის წე­სი შე­ეც­ვა­ლა. ახ­ლა ძა­ლი­ან დარ­დობს წარ­სულ­ში ჩა­დე­ნილს და ახალ­გაზ­რ­დებს სთხოვს, მი­სი შეც­დო­მა არ გა­ი­მე­ო­რონ.

ზუ­რა, 51 წლის:

- ბავ­შ­ვო­ბის წლე­ბი ქუ­ჩა­ში გა­ვა­ტა­რე. მა­მა ლო­თი მყავ­და, დე­და კი ერ­თი სა­ცო­და­ვი ქა­ლი იყო. უბ­ნის ბი­ჭებს შე­ვე­კედ­ლე, სკო­ლა­ში არ დავ­დი­ო­დი, სახ­ლ­ში მხო­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად შევ­დი­ო­დი და მა­ში­ნაც მა­მა­ჩე­მის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი გი­ნე­ბის მოს­მე­ნა მი­წევ­და. ჩემ­თ­ვის მო­ფე­რე­ბა, კე­თი­ლი სიტყ­ვე­ბი არა­ვის ემე­ტე­ბო­და, მხო­ლოდ ქუ­ჩის მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სიტყ­ვას - "ყო­ჩაღ", რო­ცა მათ და­ვა­ლე­ბას შე­ვას­რუ­ლებ­დი...

- რა და­ვა­ლე­ბებს გუ­ლის­ხ­მობთ?

- თა­ვი­დან წვრილ­მა­ნი საქ­მე­ე­ბი იყო. მე­გობ­რებს ვი­ღა­ცე­ბის­თ­ვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი და უკ­ვირ­დათ, ასე პა­ტა­რას, ამ­დე­ნი ძა­ლა სა­ი­დან გაქვს, თან, კუნ­თე­ბიც რომ არ გეტყო­ბაო?! პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვვარ­ჯი­შობ­დი - ერ­თა­დერ­თი კარ­გი რამ, რა­საც მა­მამ მი­მაჩ­ვია, ვარ­ჯი­ში გახ­ლ­დათ. ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ის მოკ­რი­ვე იყო და ვიდ­რე გა­ლოთ­დე­ბო­და, აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შობ­და, მეც სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რულს მი­ნერ­გავ­და.

- მე­რე რამ შეც­ვა­ლა, სმა რა­ტომ და­იწყო?

- ამ­ბობ­და, რომ ცხოვ­რე­ბამ გა­ა­ლო­თა, მაგ­რამ რას გუ­ლის­ხ­მობ­და, ვერ ვხვდე­ბო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში არა­ვის ულ­ხინ­და, მაგ­რამ ჩე­მი მე­გობ­რის მა­მე­ბი არ გა­ლო­თე­ბუ­ლან...

- რო­ცა ქუ­ჩა­ში გახ­ვე­დით და "საქ­მის გარ­ჩე­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, რამ­დე­ნი წლის იყა­ვით?

- 13 წლის ვი­ყა­ვი... გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გახ­ლ­დით და ხომ იცით, ამ პე­რი­ოდ­ში მო­ზარ­დებს თა­ვი ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ე­ბად მი­აჩ­ნი­ათ. მეც ასე ვი­ყა­ვი, ვმამ­ლა­ყინ­წობ­დი... 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ სე­რი­ო­ზულ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს - მა­ღა­ზია გავ­ტე­ხეთ. მა­ყუ­თი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნეთ. წი­ლიც მომ­ცეს. იმ დღეს, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო, რად­გან შე­მეძ­ლო, ჩე­მი ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ის მე­ყი­და, რაც მინ­დო­და... მოკ­ლედ, თქვე­ნე­ბუ­რად - ანუ პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ - ხელ­მ­რუ­დო­ბას მი­ვეჩ­ვიე და ორი თი­თის ჯი­ბე­ში ჩა­ცუ­რე­ბაც ვის­წავ­ლე. ამ საქ­მე­ში საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვი­წა­ფე. მა­ლე, მე­გობ­რე­ბი უჩე­მოდ არც ერთ საქ­მე­ზე არ მი­დი­ოდ­ნენ. ვის­წავ­ლე ცხოვ­რე­ბის ფა­სი, ვიგ­რ­ძე­ნი ფუ­ლის სუ­ნი, მი­სი გე­მო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი