ქართველი ქალის დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც ომში დაკარგული ბაბუა, 70 წლის შემდეგ AMBEBI.GE-ს საშუალებით იპოვა

ქართველი ქალის დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც ომში დაკარგული ბაბუა, 70 წლის შემდეგ AMBEBI.GE-ს საშუალებით იპოვა

გადაცემაში "იმედის დღე" თამარ დარსაველიძემ თითქმის დაუჯერებელი ისტორიის შესახებ უამბო მაყურებელს - იმაზე, თუ როგორ იპოვა მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ბაბუის ნეშტის ადგილსამყოფელი 73 წლის შემდეგ...

ქალბატონმა თამარმა ბაბუის ნეშტის ადგილსამყოფელი სრულიად შემთხვევით, AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიის მეშვეობით შეიტყო.

ქალბატონი თამარის ბაბუა კოკანი იაკიმის ძე დარსაველიძე, ყირიმში 1944 წელს დაიღუპა, 45 წლის ასაკში. მას ჯერ მეუღლე, შემდეგ კი შვილები ეძებდნენ. მაშინ, როდესაც დაღუპულის ნეშტის პოვნის იმედი სრულიად გადაწურული ჰქონდათ, თამარ დარსაველიძეს ახლობელმა შეატყობინა, რომ AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში (ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ) მისი ბაბუის მონაცემები იყო მითითებული...

"რამდენიმე დღეა რაც გავიგეთ. მამა და ბიძა ცოცხალი მყავს და შოკში არიან! ამდენი ვეძებეთ და სრულიად მოულოდნელად გავიგეთ მისი ნეშტის ადგილსამყოფელი... სამწუხაროდ ბებო ვერ მოესწრო, 90-იან წლებში გარდაიცვალა... ძალიან მწყდება გული, იმიტომ რომ ძალიან ვაჟკაცი ბებო მყავდა, წლების განმავლობაში სულ ცდილობდა ქმრის პოვნას, ენას კარგად ფლობდა და მუდმივარ წერდა წერილებს... სულ ეძებდა... ბაბუა ოჯერ წავიდა ომში. თავიდან ჯერ მოხალისედ, რადგან 40 წლამდე ასაკის იყო და გაწვევა არ უწევდათ მათ... 1942 წელს დაიჭრა, ჩამოვიდა, მაგრამ ვერ გაჩერდა. თურმე ამბობდა, ჩემი ძმები იქ არიან, თქვენ არ იცით იქ რა ხდებაო და წავიდა..." - ყვება თამარ დარსაველიძე ბაბუის ამბავს.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, AMBEBI.G-ზე გრძელდება მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციის პროცესი. ჩვენი საიტი ყირიმსა და ქერჩიდან მოწოდებულ ინფორმაციებს მუდმივად აწვდის მკითხველს, რათა მათ წლების წინ დაკარგული წინაპრების პოვნა შეძლონ...

იხილეთ ვიდეო

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს - „შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“

"გაიგეს, რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ“ -  მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისში გამომგზავრებაში საქართველოს საკონსულო ხელს უშლის

სოფელ ველისციხის სკოლაში 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სასწავლო პროცესი ჩაიშალა