"ვერ ვაკადრებდი მეთქვა, რომ ანა ამას კუდები მოებმება და იქნებ მოვერიდოთო" - პრეზიდენტის პოზიცია მისი ქალიშვილის სამოქალაქო აქტივობაზე

"ვერ ვაკადრებდი მეთქვა, რომ ანა ამას კუდები მოებმება და იქნებ მოვერიდოთო" - პრეზიდენტის პოზიცია მისი ქალიშვილის სამოქალაქო აქტივობაზე

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ქალიშვილის სამოქალაქო აქტიურობა მოსწონს და არ აპირებს ამაში ხელი შეუშალოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ქალიშვილი ნებისმიერ მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

"ანა არის ძალიან აქტიური მოქალაქე. მე ეს მომწონს. პირველ რიგში, არასოდეს არ ვაკადრებ მის თავისუფლებას, ვუთხრა, რომ ან ეს გააკეთე, ან - ის. რამდენჯერმე მითხრა, რომ პოლიტიკურად რაღაც ქმედებას აპირებდა და ნამდვილად ვერ ვაკადრებდი მეთქვა, რომ იცი რა ანა, შეიძლება ამას კუდები მოებას, ისედაც სახელმწიფო გადატრიალებას მაბრალებენ და იქნებ მოვერიდოთ. ნამდვილად არ მითქვამს ეს, რადგან ეს იქნებოდა ჩემი პოლიტიკური კომფორტის შეწირვა ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლებისადმი და ეს არასწორი იქნებოდა. მე მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილი ჩემგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ბოლო პერიოდში რამდენიმე აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო აქცია "არა ჩადებას", სადაც აქტივისტები თავისი ახლობლების დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი