შვედეთის საგანმანათლებლო კატასტროფა - გაკვეთილი საქართველოსთვის

შვედეთის საგანმანათლებლო კატასტროფა - გაკვეთილი საქართველოსთვის

2002-დან 2012 წლამდე შვედეთი საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამაში (PISA) 16 ადგილით ჩამოქვეითდა და მე-7-დან 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც ISET-PI წერს, PISA-ს 2015 წლის გამოკვლევით, შვედეთმა მონაწილე 34 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი დაიკავა მათემატიკაში! როგორც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) წერს: "PISA-ში მონაწილე სხვა არცერთ ქვეყანაში არ გაუარესებულა ასე მკვეთრად სტუდენტების შედეგები განვლილ ათწლეულში". ვინ არის დამნაშავე?

ზედმეტი კონკურენცია?

მემარცხენე პოლიტიკოსები თვლიან, რომ შვედეთის საგანმანათლებლო სისტემაში არჩევანი ზედმეტად თავისუფალი გახდა. 1992 წლიდან შვედეთში მოქმედებს ვაუჩერის სისტემა (მილტონ ფრიდმანი ჯერ კიდევ 1960 წელს გვირჩევდა ამ მიდგომის გამოყენებას), რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილები შეიყვანონ კერძო სკოლაში ისე, რომ არ მოუხდეთ სწავლის საფასურის გადახდა. საჯარო სკოლები უფასოა, კერძო სკოლები კი იღებენ ფიქსირებულ გადასახადს თითოეულ იმ სტუდენტზე, რომელიც ვაუჩერს მათ სკოლაში გაანაღდებს.

როგორც კოლუმბიის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, რეიმონდ ფიშმანი წერს: "შვედურმა სკოლებმა მართლაც დანერგეს ფრიდმანის მიერ შემოთავაზებული ვაუჩერული სისტემის არსებითი ელემენტები. ამ რეფორმის გამტარებლები იმედოვნებდნენ, რომ ცენტრალიზებული ბიუროკრატიის მიერ დაკისრებული ტვირთისგან განთავისუფლების შემდეგ, სკოლებს ექნებოდათ ცხადი ფინანსური სტიმული, უკეთესი განათლება მიეცათ მოსწავლეებისთვის, მეტად ეპასუხათ მომხმარებლის (მშობლის) საჭიროებებისა და სურვილებისთვის.

განაგრძეთ კითხვა

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე

გომისმთაზე თოვლი მოვიდა - კადრები ადგილიდან

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 28  ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია