კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:33 / 13-05-2017
ექსტრემალური ფოტოები, რომელმაც ინტერნეტში "დიდი აურზაური" გამოიწვია - რა მოხდა რეალურად ბორჯომ-ხარაგაულის პარკში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადაღებულმა ამ ფოტოებმა და ვიდეოებმა ინტერნეტმომხმარებლებში "დიდი აურზაური" გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ "ჯიპის" მარკის ავტომობილი ადიდებულ მდინარე ბჟოლისხევას გადაკვეთას ცდილობს. 

Ambebi.ge ფოტოებისა და ვიდეოების ავტორს შოთა გოლუბიანს დაუკავშირდა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტია და ანდრეა პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პილიგრიმულ ტურში მონაწილეობდა.  
"უკვე 15 წელია შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 2439 მეტრზე მდებარე მთა "რკინის ჯვარზე" ტარდება პილიგრიმული ტური. გადმოცემის თანახმად, ეს ის ერთ-ერთი მთაა, რომელიც ანდრეა პირველწოდებულმა მისი საქართველოში შემოსვლის დროს გადმოიარა და  ჯვარი
აღმართა.

ნახეთ ვიდეომასალა

"რაც შეეხება უშუალოდ მდინარის გადალახვას, ტურის მონაწილეებს ამ 13 ლოკაციაზე უწევთ მდინარეზე გადასვლა. ფოტო-ვიდეო, რომელიც გავავრცელე პირველი ლოკაციის გადალახვის დროსაა გადაღებული. ორი წელია ამ ტურში მონაწილეობას ღებულობენ ქუთაისის "ოფროუდის" წევრებიც. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღბეჭდილია შემთხვევა, როცა მანქანა თავისით ვერ გავიდა მდინარეზე და მანქანის მფლობელი ცდილობს ბაგირის ჩაბმას, რათა მდინარის ნაპირზე მყოფი ავტომობილის დახმარებით გაიყვანოს საკუთარი მანქანა წყლიდან.

პირველი შემთხვევის დროს ბაგირი გაწყდა და ხელმეორედ მოუხდა ჩაბმა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ყველა მანქანამ გაიარა ეს მონაკვეთი.
ტურში მონაწილეების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. წელს ტურში 500 კაცამდე მონაწილეობდა როგორც დედაქალაქიდან, ასევე - საქართველოს რეგიონებიდან" - განაცხადა შოთა გოლუბიანმა.

ნინო ხოზრევანიძე
Ambebi.ge

14:28 / 03-06-2017
nin
2
მაგარიაა !!
14:04 / 15-05-2017
kervala
2
და ეგ მანქანა აწი რამედ ვარგა ვითომ?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
03:46 / 25-11-2017  Image "დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება
"ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
00:55 / 25-11-2017  Image საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"
+VIDEO| 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი" ხუთვარსკვლავიანია და 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა
03:04 / 25-11-2017  Image ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებვით ინფორმაციას BBC აქვეყნებს
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49