კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:29 / 13-05-2017
"მათი განწირული ყვირილის ხმა ესმოდა..." - რას იხსენებს ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი
9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა. ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. დაღუპულებში ყველაზე ახალგაზრდა, 45 წლის ალექსანდრე ჭელიშვილი იყო, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი დარჩა. ცოლი და ორი შვილი დარჩა 55 წლის გიზო კუბლაშვილს. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ასევე 56 წლის გიზო გუბელიძე. მასაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 57 წლის ბიქტორ დაღუნდარიძეს ასევე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

Ambebi.ge-ს ერთ-ერთი გარდაცვლილის ალეკო ჭელიშვილის ოჯახის მეგობარი ლელა ბოჭორიშვილი ესაუბრა, რომლის მეუღლეც ასევე შახტაშია დასაქმებული.

- ალეკო ჩემი ქმრის მეგობარი იყო, მისი გარდაცვალება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. ტყიბულში ტრაგედია ტრიალებს, ისედაც დაცარიელებულ ქალაქში, ერთმანეთზე საუკეთესო ადამიანები გარდაიცვალნენ, მთელი ქალაქი დადუმებულია. ვერ გადმოვცემ იმას, რაც ახლა აქ ხდება. გარდაცვლილებს შორის ყველაზე უფროსი ვიქტორ დაღუნდარიძე იყო, შვილიშვილებიც ჰყავდა და ასე თუ ისე, რაღაცას მაინც მოესწრო ცხოვრებაში. დანარჩენებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ალეკოს 5 წლის ბიჭი ჰყავს, რომელიც მამის გარეშე არ იძინებდა. ამასწინათ პანაშვიდზე ვიყავით ალეკოსთან ერთად და ალეკომ თქვა, ამ ბოლო დროს ბავშვი მე თვითონ თუ არ დავაძინე, ისე აღარ იძინებსო. ანგელოზივით ბიჭი იყო, მის ოჯახს ლუკმა პური რომ არ მოჰკლებოდა, სულ მუშაობდა. ოთხივე გარდაცვლილი პროფესიონალი იყო, როგორც კატა დაცოცავს ხეზე, ისე დაცოცავდნენ შახტაში, მაგრამ უბედურებისგან დაზღვეული არავინ არ არის.

- ცნობილია, რომ ამ ამბავს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს, რას იხსენებს ის?
- კი, ერთი თვითმხილველი ჰყავს ამ ტრაგედიას, ახალგაზრდა ბიჭია, მანუჩარი ჰქვია. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის. თურმე ბაგირი რომ ჩაწყდა და მუშები ჩაცვივდნენ, რაღაც პერიოდის მანძილზე ესმოდა მათი განწირული ყვირილის ხმა... ამბობს, მათი ხმა არასოდეს დამავიწყდებაო. ცხედრები სულ დასახიჩრებულია, დაახლოებით 120 სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე ჩავარდნენ, შემდეგ 13 საათი გაცხელებულ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნახშირში იყვნენ... ალეკოს და ვიქტორის ცხედრები შედარებით ნაკლებად დაზიანებულია, ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელ-ფეხი თავის ადგილზე აქვთ.

- რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი?

- შახტაში ცოტა ხნის წინ, ახალი უფროსი მოიყვანეს და მდგომარეობა ძალიან გამოსწორდა. 20-30 ლარით გაზარდა ხელფასები, გამკაცრდა წესები, უფრო მეტად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, ნასვამ მუშას შახტაში არ უშვებდნენ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. იმასაც ამბობენ, თითქოს მათ თოკები არ ეკეთათ, როცა მუშაობდნენო. ახლა რა მნიშვნელობა აქვს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი? ფაქტია, ოთხმა ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, 8 შვილი დარჩა მამის გარეშე. რა შეცვლის ამ ტკივილს? ამ ქალაქში შახტის გარდა, არანაირი შემოსავალი არ არსებობს, აქ ცხოვრება პატრიოტიზმია და თუ მოგვაქცევს სახელმწიფო ყურადღებას, კარგი იქნება. მართალია, ჩვენს ქმრებს და შვილებს ასეთ პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ მადლობას ვეუბნებით ბიზნესმენს, რომელიც შახტას ამუშავებს, ესეც რომ არ იყოს, მოკვდებოდა ტყიბული.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge

წაიკითხეთ: "ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი გელაპარაკებით" - ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ჩანახატი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა

ვიდეო| რა ვიცით ტყიბულში დაღუპული 4 მაღაროელის შესახებ

11:41 / 15-05-2017
maia
0
ძალიან სამწუხარო ამბავია, უსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ისე უფრო მეტი ყურადღება რომ უნდა მიაქციოს მთავრობამ ასეთ სარისკო პროფესიებს ხომ ფაქტია
22:04 / 14-05-2017
misha
0
ამ მთავრობის ... მეშახრეს რომ 300 ლარს მიცემენ და პარლამენტარს 3000 ლარს. მეშახტეს, ძალოვნებსა და მეხანძრეს უნდა ჰქონდეს ყველაზე მეტი ხელფასი და ასევე პენსიაც მიტომ რომ სარისკო სამსახურებია.სამხედროს რომ
250 დან 300 ლარამდე მიცემ მეშახტეს რომ 180 ლარს და პარლამენტარს კი 1500 ლარს კარგად აეწყობა საქმე.
123
1
16 მაისი 2017 16:09
ისე რომ იცოდე მთავრობა არაფერ შუაშია, ხელფასს კერძო კომპანია უხდის იქ დასაქმებულებას და მუშებიც ძალიან ხშირად თვითნებურად არღვევენ უსაფრთხოების წესებს.
მსგავსი სიახლეები
სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი"
+VIDEO "ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს"
+VIDEO ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49