"გივი თარგამაძემ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა ემსახურება"

"გივი თარგამაძემ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა ემსახურება"

ქვეყანა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიზიკურად უსწორდება აუდიტის სამსახურის უფროსს და თან ამას აკეთებს სახალხოდ, ბევრი ადამიანის თანდასწრებით, ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო, - ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმას.

ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ "ყოფილი მთავარი პროკურორი კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს".

"მომხდარი ყველაზე ნათლად გამოხატავს ივანიშვილის მმართველობის მახინჯ რეჟიმს, სადაც წახალისებულია ძალადობა და სადაც ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობა ითვლება დაუსჯელობის ყველაზე უფრო მყარ გარანტიად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რადგან ადამიანების ინტერესების დაცვის ნაცვლად, აღმოვაჩნიეთ, რომ ფარცხალაძე კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს. ლაშა თორდიას ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომ ის გამოკვლევას ატარებდა ერთ-ერთ ფაქტზე, სადაც ფარცხალაძის ინტერესები ფიგურირებს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ შესაძლებელია ყოფილი გენერალური პროკურორი სათანადოდ დაისაჯოს და ცხადია, ჩვენს ამ დამოკიდებულებას აქვს საფუძველი", - განაცხადა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ირმა ნადირაშვილი ფარცხალაძესა და მისი მეუღლესთან დაკავშირებულ ჩანაწერს ავრცელებს - რაში ამხელენ ყოფილ მთავარ პროკურორს?

მისივე თქმით, პარტიის წევრმა გივი თარგამაძემ მოიპოვა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს სახელმწიფო დაცვა ემსახურება.

"ვავრცელებთ კადრებს, რომელიც გივი თარგამაძემ მოიპოვა. კადრებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა და სწორედ ამ დაცვის თანხლებით გადაადგილდება ფარცხალაძე. მოვითხოვთ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს გაუგონარი ფაქტი სწორედ პარლამენტმა გამოიძიოს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი