NDI: გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება

NDI: გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება

NDI-ის გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება; 29% თვლის, რომ ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება; 31%-ის შეფასებით, საერთოდ არ იცვლება; 18%-ის აზრით, ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება; 13% მიიჩნევს, რომ ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი