ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყველთაო-სახალხო განხილვა დღეს აღარ გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ცოდნის გზით სიარული ურჩია.

ამასთან, კობახიძის თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. "ადგილი აქვს პროვოკაციებს და ვერ ხედავს ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს, მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის არიან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და სამოქალაქო ატივისტი ლადო სადღობელაშვილი.

ხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი