კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:00 / 15-05-2017
სკანდალი სოჭში გამართული კონცერტის გამო - რას პასუხობენ ნინო ჩხეიძე და ვახო ბიჭიკაშვილი კრიტიკოსებს
ნინო ჩხეიძის, ვახო ბიჭიკაშვილისა და ნიკა არაბიძის მიერ სოჭში გამართული კონცერტის გარშემო საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება. მომღერალსა და იუმორისტებს ამ ნაბიჯის გამო სოციალურ ქსელში მკაცრად აკრიტიკებენ. კონცერტი სოჭში 14 მაისს გაიმართა და მასში ადგილობრივი ანსამბლი "ივერიაც" იღებდა მონაწილეობას. კონცერტი ზამთრის ბაღში ჩატარდა და ბილეთის ფასი 800 რუბლიდან იწყებოდა.

ნინო ჩხეიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე კონცერტთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდნენ, თუმცა საზოგადოების კრიტიკას მათ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხეს.

"ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ წავსულიყავით თუ არა სოჭში, სანამ არ დავაზუსტეთ რომ ეს იყო რიგითი ქართველი-ემიგრანტების ორგანიზებული კონცერტი და არა პუტინთან დაახლოებული და მსგავსი ბინძური საზოგადოების დაგეგმილი კონცერტი!

კონცერტს ესწრებოდა სრულად ქართველი ადამიანები და ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე! მსგავს კონცერტებს ვატარებთ საბერძნეთშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც და ყველგან, სადაც ჩვენი ქართველი-ემიგრანტები არიან! სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია!"- დაწერა "ფეისბუქზე" ვახო ბიჭიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კონცერტის გარშემო ატეხილ სკანდალს ნინო ჩხეიძეც:

"12 მაისს სოჩაში გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. კონცერტს ესწრებოდა 800 ადამიანი და მათგან 98% ქართველები იყვნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს ასეთი თბილი დახვედრისთვის და სიყვარულისთვის. თითქმის ყველა სიმღერა რაც შევასრულე, ზეპირად იცოდნენ და ჩემთან ერთად მღეროდნენ, კონცერტის მერე თითოეული მათგანი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა თუ როგორი ბედნიერები არიან იმით, რომ იმყოფებოდნენ ქართულ საღამოზე. (კონცერტი ქართულ ენაზე 2 საათზე მეტი გრძელდებოდა, სადაც ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი ივერია და ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ ) ორგანიზატორები კი იყვნენ სომეხი ეროვნების ბიჭები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ პოლიტიკასათან, მათ მითხრეს, რომ გამოკითხვის შედეგად იქ მცხოვრებ ქართველებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ჩემი
You must have Flash Player installed in order to see this player.
კონცერტის ნახვა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ყველა ქართველი მიყვარს, სადაც არ უნდა იყვნენ მითუმეტეს, როცა ვხედავ რა ბედნიერები არიან როცა მხედავენ და როგორ უყვართ ჩემი სიმღერები. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი სოჩაში ცხოვრობს, მოსკოვში, იტალიაში, ისრაელში, ამერიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მე ყოველთვის სიამოვნებით ვიმღერებ მათვის, სადაც არ უნდა დამიძახონ. მე ვარ ჩემი ხალხის და ჩემი ქართველების მომღერალი. მათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქვთ ქართული ოჯახები, ისინი ზრდიან თავიანთ ბავშვებს ქართული ტრადიციებით და ბევრ მათგანს იმაზე მეტად უყვარს საქართველო, ვიდრე ფარისეველ, ფაცებოოკ ჩასაფრებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ვერც ვერასოდეს მიხვდებიან, რას გრძნობენ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, როდესაც უსმენენ ქართულ სიმღერას და უყურებენ ქართულ ცეკვას გულანთებულები თავისი ქვეყნის სიყვარულით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს ჩემი ხალხი, ისინი ქართველები არიან და ჩვენ ერთნი ვართ. მე ვფიქრობ ამ ხალხს უფრო მეტი ყურადღება, მხარდაჭერა და სითბო ჭირდებათ ჩვენგან. ვიმეორებ, ჩემი კონცერტი არ ყოფილა პოლიტიკური, მე ვარ ჩემი ხალხის ჩემი ქართველების მომღერალი და ყველგან ვიმღერებ მათთვის. ასე რომ, მეტი პოზიტივი ხალხნო... ნუ იძაბებით და ნუ ქმნით უბედურებას", - წერს მომღერალი.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
20:03 / 26-05-2017
goreli2
0
უნდა გვხაროდეს. რომ კიდევ გვისმენენ და ბილეში ფULს IXDIAN.
15:30 / 23-05-2017
კაკო
0
ხომ ათქმევინეს რუსებმა კავეენის ბიჭებს მართლმადიდებელი ხაჩიკები ვართო, წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ეხუმრა ვინმეს ასე მართლმადიდებლობაზე, რა გნიასი ატყდებოდა, ახლა კი საზოგადოება და ეკლესია საეჭვოდ გაიტრუნა
მსგავსი სიახლეები
მომღერლებს სავარაუდოდ კონცერტები აქვთ დაგეგმილი თელ-ავივში
მეგობრები ხუმრობით წერდნენ, რომ ეს "კონკიას ისტორიას ჰგავდა"
ქართველი ვარსკვლავების სახლები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.
+VIDEO| 23 წლის კოტე ზარნაძეს ცოტა ხნის წინ მწვავე მიელოიდური ლეიკოზი დაუდგინეს
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, რომ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49