"სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

"სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

კომპანია "სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს.

შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ. "გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, "რუსთავი 2", "იმედი" და "მაესტრო" აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება", - ნათქვამია "სილქნეტის" შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, ამ დროისთვის ჯერ საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ დეტალები გარკვეული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

8 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50-ზე მეტ საკაბელო ტელევიზიას მიუვიდა წერილობითი შეტყობინებები შპს "მედია რაითს ჯორჯიასგან", რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - "იმედი", "რუსთავი 2", "ჯიდიესი", "მარაო", "კომედი არხი", "მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.

"კომპანია ასევე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ აღნიშნულ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი