ახალაშენებული კორპუსის ბინების 11 ხარვეზი, რაც წინასწარ უნდა შეამოწმოთ

ახალაშენებული კორპუსის ბინების 11 ხარვეზი, რაც წინასწარ უნდა შეამოწმოთ

დღეს ძალიან რთულია სამშენებლო ბაზარზე კეთილსინდისიერი კომპანიის პოვნა. გინდა ბინა კარგ ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინო, მაგრამ ამ ბეტონის ქალაქში მაინც ვერ პოულობ სასურველს. თანდათან ხვდები, რომ ბევრ რამეზე უნდა დახუჭო თვალები, თუმცა ერთია, როცა თავად თანხმდები ამას და მეორე, როცა მოტყუებული რჩები.

1. თუ გადაწყვიტეთ, იყიდოთ ახალი აშენებული კორპუსის ბინა, თქვენი ხარჯი აუცილებლად გაზარდეთ 100- 150 ლარით და კეთილსინდისიერი ინჟინერ-მშენებელი დაიქირავეთ, რომელსაც წაიყვანთ ადგილზე და შეამოწმებინებთ საძირკველს, კედლებს თუ ა. შ. ( გამოცდილი სპეციალისტი აუცილებლად მიხვდება წვიმის დროს საძირკველში წყალი ხომ არ მოიყრის თავს, კედლები როგორი ნაშენებია, როგორი ბეტონია გამოყენებული და ა. შ. ) პ.ს. ჩემმა მეგობარმა მსგავს ხერხს მიმართა და მშენებელმა მას საკმაოდ ბევრი სახლი დაუწუნა, მეტნაკლებად ხარისხიანად ნაშენები შეარჩიეს, რამდენიმე მათგანზე დაუსაბუთა, რომ საძირკველს ისეთი დაქანება ქონდა, სადაც წვიმის წყალი მოიყრიდა თავს და დროთა განმავლობაში დააზიანებდა მას.

2. თხელი კედლები ახალ აშენებული კორპუსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემააა. რატომ? კედლების დასველების პრობლემა წვიმის დროს, ნესტიანობა, თბოდანაკარგი ზამთარში, (კომუნალური გადასახადების ზრდა) ხმის გამტარიანობა ზევით, ქვევით, თუ გვერდებში (ძალიან შემაწუხებელია). გარემონტების შემდეგ დამსკდარი კედლები და რაც მთავარია, უსაფრთხოება მიწისძვრის დროს.

3. უხარისხო მეტალო-პლასმასის კარფანჯარა, რომელსაც მობინადრეები ძირითადად მაშინ აღმოაჩენენ, როცა მისი გამოცვლა ძალიან დაგვიანებულია, უხარისხობასთან ერთად აქტიურად დგას შემდგომი დაზიანების პრობლემაც, მშენებლობის დროს მუშები ცემენტით, გაჯით თუ საღებავით მის დასვრა-დაზიანებას არ ერიდებიან, შემდგომში კი ამ ყველაფრის მოშორება მინის დახაზვის და დაკაწვრის გარეშე შეუძლებელია. (p.s. თუ მშენებარეს ყიდულობთ, როგორც კი ფანჯრებს ჩასვამენ, სპეციალური წებოვანი ცელოფნით დაიცავით შიგნიდან თუ გარედან. მომავალში დიდ თავისტკივილს აირიდებთ.)

4. შემდეგი პრობლემა ე. წ. „სტიაშკაა“, ზოგჯერ მათი ხელახლა აყრა და თავიდან დასხმაა საჭირო. ასეთი ხარვეზები რომ თავიდან აიცილოთ, მუდმივად აკონტროლეთ მშენებლობა და მერე შიდა მოპირკეთება, "სტიაშკის" ხარისხიც და მისი დაგების სიზუსტე აუცილებელია. (შემდგომში მისმა თავიდან აყრამ შესაძლოა, გათბობის მილებიც დაგიზიანოთ, რაც ხარჯს ერთი-ორად გაზრდის.)

5. თეთრი კარკასის შემთხვევაში აკონტროლეთ, როგორი ხარისხის გაყვანილობას ამონტაჟებენ, როგორც გათბობის, ისე წყლის და კანალიზაციის. (ახალ კორპუსებში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრაპიდან და ნიჟარიდან უსიამოვნო სუნი ამოდის, რაც არასწორად

დამონტაჟებული ცენტრალური და დამხმარე კანალიზაციის მილების ბრალია.)

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი