ხვალ რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება - შსს-ს განცხადება

ხვალ რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება - შსს-ს განცხადება

თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.

17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის

მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი