დღის ფოტო: დათვი ცნობილი ფოტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დააბინავეს

დღის ფოტო: დათვი ცნობილი ფოტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დააბინავეს

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან.

ერთ-ერთი დათვი ცნობილი ფოტოს გმირია - 13 ივნისის სტიქიის დროს, როცა ჯერ კიდევ ბელი იყო, კონდიციონერზე აძვრა და ასე გაექცა სტიქიას. დღეს ის ახალ ვოლიერში შეასახლეს...

ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მისი ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება - ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა - დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.

არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის. დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი