"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

ავარიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა - ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ხახუბია გორის ავტობანზე, სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახებისას დაიღუპა.

"ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის... ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა", - წერდა პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში, ამ მართლაც ენითაუწერელი ტრაგედიის გამო. ჩრდილელის სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც არა მხოლოდ დაღუპულის ოჯახს უცხადებდნენ გულწრფელ თანაგრძნობას, არამედ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ ავტოსაგზაო წესების გამკაცრებას. საზოგადოებამ მწუხარება კიდევ ერთი ახალგაზრდის დაკარგვის გამო გამოხატა. მათ შორის, ფოთელებმაც, სადაც, პარლამენტარისა და ბიზნესმენის ოჯახი ცხოვრობდა. ამასთანავე მისი ვაჟები, ბექა და მისი უფროსი ძმაც ფოთში დაიბადნენ და სკოლაშიც ამავე ქალაქში სწავლობდნენ. ფოთელი ახლობლების თქმით, ბექა, რომელსაც მშობლიური ქალაქი ძალიან უყვარდა, საოცრად გულღია, მოსიყვარულე, კეთილი ახალგაზრდა იყო. მისმა გარდაცვალებამ კი მისი ახლობლები შოკში ჩააგდო.

ირაკლი ხახუბია ოჯახით ვაკეში ცხოვრობს. "კვირის პალიტრა" ოჯახის ერთ-ერთ მეზობელს გაესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ხახუბიები კეთილშობილი ხალხია, რომელთა ენითაუწერელი მწუხარებას გარშემო ყველა განიცდის.

- ხახუბიების ოჯახს პატივს ვცემთ, ზემოდან არავის უყურებენ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ბექაც კარგი ბიჭი იყო, თავაზიანი… იშვიათად ვხედავდით, მანქანა, როგორც ყველა ახალგაზრდას, მაგასაც უყვარდა და სულ სხვადასხვა, ძვირადღირებულ მანქანებს მართავდა.

როგორც ამბობენ, ბექა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ იყო და გვიანობამდე სვამდა. ჯერაც გამოუფხიზლებელს დილით აუჩემებია, - გინდა თუ არა, ფოთში უნდა წავიდეო. ნასვამ შვილს საავარიოდ და სასიკვდილოდ, აბა, რომელი მამა და ოჯახი გაუშვებს და ირაკლიც შეწინააღმდეგებია. მოკლედ, მაინც ბექამ აჯობა, სახლიდან წავიდა... ამის დამნახავმა მამამისმა თურმე საპატრულო სამსახურს დაურეკა და ბექას მანქანის მონაცემები გადასცა, რომ გაეჩერებინათ. პოლიციამაც ზომები მიიღო, როგორც ჩანს. სავარაუდოდ, მათ ნიშანზე ბექა არ გაჩერდა და იძულებულები გახდნენ გზა გორის ავტობანზე ტრაილერით გადაეკეტათ. ალბათ იფიქრეს, ბიჭი ტრაილერს დაინახავს და გაჩერდებაო, მაგრამ... ადგილზე დაიღუპა.

ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას გარდაიცვალა. ნამდვილად საპატრულოს დევნისას მოხდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი