მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება

მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და 2.48-იანი ნიშნულიდან კურსი 2.40-მდე ჩამოვიდა.

მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდეს და ზაფხულის პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულში გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყება. ამჟამინდელი გამყარება-გაუფასურება მათ ხელოვნურ პროცესად მიაჩნიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ბირჟებზე დოლარის პოზიცია თანდათან სუსტდება. 6 ნოემბრის შემდეგ ამერიკული ვალუტა ევროსთან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ იანვარში 1 ევრო 1.04 დოლარი ღირდა, დღეს უკვე 1.11-ის მაჩვენებელს გადააბიჯა.

გარდა ამისა, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები საკმაო სტაბილურობას ინარჩუნებენ. ამ ფონზე, ლარის გამყარების ტენდენცია, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება.

ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირებს ფინანსისტი აკაკი ცომაია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში ეროვნული ვალუტის გამყარება მოსალოდნელი იყო და ასეც ხდება.

"თუ კარგად დავაკვირდებით, ლარი წლის ამ პერიოდში ყოველთვის მყარდება. პირველ რიგში, ეს ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. ამას გარდა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტმა შედარებით მოიმატა. ეს ძირითადი მიზეზია ლარის გამყარებისა.

განაგრძე კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი