შეზლონგის დაქირავება 3 ლარი, ქოლგის კი - 1 ლარი ეღირება - რა სიახლეები გელოდებათ ბათუმის ბულვარში

შეზლონგის დაქირავება 3 ლარი, ქოლგის კი - 1 ლარი ეღირება - რა სიახლეები გელოდებათ ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ერთი დღით შეზლონგის დაქირავება 3 ლარი, ქოლგის კი - 1 ლარი ეღირება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ფასი აუქციონის სატენდერო პირობებით იყო გათვალისწინებული, რომელიც უკვე დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც ვალდებულია, დამსვენებლებს 1-ელი ივნისიდან შეზლონგი და ქოლგა სწორედ აღნიშნულ ფასში შესთავაზოს, "რაც გასულ წლებთან შედარებით წელს უპრეცენდენტოდ დაბალი ფასია".

გარდა ამისა, როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, სეზონის მოახლოებასთან ერთად, ზღვისპირა ზოლზე დამსვენებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად კიდევ რამდენიმე სიახლე აქვთ.

მათი განცხადებით, გაითვალისწინეს მომხმარებლების პრეტენზიები სანაპიროს ჩახერგვასთან დაკავშირებით და გამომდინარე აქედან, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას არ შეუძლია შეზლონგების განთავსდება ზღვის სანაპიროდან 10 მეტრზე ახლოს.

ამასთან, სანაპიროზე წელს 20 ახალი უფასო საშხაპე და გასახდელიც დამონტაჟდება.

"მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისათვის, ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება, რაც მოიცავს სანაპირო ზოლზე, საპლაჟე ინფრასტრუქტურის სრულად კეთილმოწყობასა და განახლებას. კერძოდ: ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები, შეზლონგები, პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები.

"ალი და ნინოს" მონუმენტიდან აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიამდე, სანაპირო ზოლის სექტორებად დაყოფა განხორციელდება. თითოეულ სექტორში მოეწყობა განახლებული უფასო საშხაპე, გასახდელი და გასასასვლელი ბილიკი, რომელიც შშმ პირებზეც იქნება ადაპტირებული. ჯამში მოეწყობა: სექტორი - 29 ერთეული; საშხაპე - 20 ერთეული; გასახდელი - 20 ერთეული; გადასასვლელი ბილიკები", - განაცხადეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობა 25 მაისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე დასრულდება და ნებისმიერ მსურველს საშხაპე-გასახდელით სარგებლობა უფასოდ შეეძლება.

"აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა. აუქციონის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; ბ. 2017 წლის არაუგვიანეს 1-ელი ივნისისათვის სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, ნაგვის ურნები (მცირე ზომის); გ. სექტორზე განთავსებული ინფრასტრუქტურა (შეზლონგები, ქოლგები) უნდა იყოს ახალი და არ უნდა გააჩნდეს ხარვეზები; დ. უზრუნველყოს დამსვენებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა; ე. გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობით გადაცემულ ტერიტორიაზე განახორციელოს დალაგება-დასუფთავებითი სამუშაოები; ვ. დაამზადოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება მომსახურების ფასები 3 ენაზე (ქართულად, ინგლისურად და რუსულად). ზემოაღნიშნული საინფორმაციო ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან; ზ. შეზლონგები სარგებლობაში გადაცემულ სექტორზე განათავსოს თანაბარპროპორციულად;

ბათუმის ბულვარი, სამომავლოდ, როგორც აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, ქვეყნის საზღვრებს გარეთ აპირებს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს რეგიონისა და ბათუმის ბულვარის, როგორც საუკუნოვანი პარკის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე", - აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი