კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:50 / 19-05-2017
რა პროცედურები უნდა გაიაროს პატიმარმა შეწყალებისთვის - საჭირო ინფორმაცია მსჯავრდებულთა ოჯახებისთვის
საქართველოში მსჯავრდებულებისთვის საპატიმროს ვადამდე ადრე დატოვებისთვის შეწყალების წესი დიდი ხანია არსებობს, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებითაა დადგენილი. შეწყალების თხოვნით მიმართვა ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, თუმცა დადგენილებაში დეტალურადაა გაწერილი, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, რომ ის შესაწყალებელთა სიაში აღმოჩნდეს.

ვის შეუძლია და როდის, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს - ამ საკითხზე AMBEBI.GE უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- როდის აქვს პატიმარს მიმართვის უფლება?
- თუ პირს პატიმრობა 5 წლამდე აქვს მისჯილი, შეწყალების მოთხოვნის უფლება მესამედის გასვლის შემდეგ აქვს. იმ შემთხვევაში თუკი პირს 5 წელზე მეტი აქვს მისჯილი, მაშინ ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი. თუმცა, განსაკუთრებული გარემოებებიც როცა არსებობს, შესაძლოა პატიმრის შეწყალება ამ წესების გვერდის ავლითაც მოხდეს. განსაკუთრებული გარემოება შეიძლება იყოს, როგორც ოჯახური, ასევე პატიმრის ავადმყოფობა.

- გარდა შესაბამისი დროისა, კიდევ რას უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, რომ შეწყალება მიიღოს და რა შემთხვევაში არ განიხილება?
- პატიმრის მიმართვას ნებისმიერ შემთხვევაში განიხილავენ, თუმცა ყურადღება მიექცევა ციხის ადმინისტრაციისგან როგორი და რამდენი დახასიათება აქვს მიღებული, ასევე რამდენი მადლობა აქვს გამოცხადებული, რამდენი საყვედური აქვს მიღებული, როგორ ახასიათებენ ციხეში და ა.შ. იმ შემთხვევაში თუკი მისი ქცევა და მდგომარეობა უარყოფითადაა შეფასებული, ეს მის შეწყალებაზეც უარყოფითად მოქმედებს.

- პროცედურები როგორია?
- პირველ ეტაპზე პატიმრის წერილს აპარატი იღებს, რომელიც ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა შეწყალების შესახებ დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს. თუკი მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აპარატი ციხის ადმინისტრაციისგან შესაფერის ინფორმაციას გამოითხოვს, როგორიცაა მისი დახასიათება, ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაკის შეფასება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა პირადი მასალები. აპარატი ამ ინფორმაციას კომისიისთვის ამზადებს და მერე კომისია განიხილავს.

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ხელს პრეზიდენტი აწერს. პრეზიდენტისთვის კომისია არის შეფასებითი ორგანო, ჩვენ მხოლოდ ვურჩევთ. სავალდებულო არ არის პრეზიდენტი კომისიის დასკვნას დაეთანხმოს. პრეზიდენტს
You must have Flash Player installed in order to see this player.
კონსტიტუციით დადგენილი უფლება აქვს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ გაითვალისწინოს და კონკრეტულ პირი უფრო მეტად შეიწყალოს ან ნაკლებად.

- აქვს თუ არა უფლება, სამუდამო პატიმრობამისჯილმა პირმა შეწყალება მოითხოვოს და როდის?
- ყველას აქვს უფლება შეწყალების კომისიას მიმართოს, მათ შორის სამუდამო პატიმრობამისჯილ პირებსაც, მას შემდეგ რაც ისინი პატიმრობის 15-წლიან ვადას მოიხდიან. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეწყალება მოხდა, საპატიმროს დატოვებას მაშინვე ვერ შეძლებენ. 15 წლის გასვლის შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას თუ რამდენ ხანში შეძლებს საპატიმროს დატოვებას. ამჟამად სამუდამო პატიმრობამისჯილი სულ 80 პატიმარია, აქედან 15 წელი ძალიან ცოტას გაუხდა, 5-6 ადამიანს.

ლიკა ამირაშვილი
AMBEBI.GE
15:11 / 19-05-2017
ამასთან, არათუ ბრალი აღიარა, სასამართლოზე მოსამართლეს აგინებდა და ემუქრებოდა....
1
არანაირი პროცედურები გაუვლია კაკოიე ბობოხიძის ბრაკონიერ ძმას და მის "ბრიაშკა"-ს და მშვენივრად შეიწყალეს...
15:06 / 19-05-2017
mn
0
ეს ქალბატონი რომელი პლანეტიდანაა??? შეწყალების მოთხოვნით განაჩენის გამოტანისთანავე შეუძლია მიმართოს მსჯავრდებულმა(და სხათაშორის ამის პრეცედენტი იყო უახლოეს წარსულში საქართველოში, განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს შეიწყალეს ადამიანი. არც ავად ყოფილა სხათაშორის და არც რაიმე სხვა განსაკუთრებული გარემოება არ ყოფილა), ინტერვიუებს რომ იძლევით, იქნებ ჯერ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობაში გაერკვიოთ
მსგავსი სიახლეები
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა დაკავებულში აერიათ"
"დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით"
საბადრაგო სამსახურმა პატიმარი პროცესზე მიიყვანა, რა დროსაც ის...
საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს
"გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა"
უმეტესობა მათგანი ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულები არიან
კომისიას უფლება აქვს პატიმრის საქმე მხოლოდ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განიხილოს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49