მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"

მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"

თბილისიდან აღმოსავლეთით გაუდაბნოების პროცესი თვალში საცემია. საგარეჯოდან დავითგარეჯის მიმართულებით კიდევ უფრო იგრძნობა სიმწვანის ნაკლებობა. ივრის ხეობაში ქარი მტრის ურდოსავით დათარეშობს, მცენარეებს დაუნანებლად უშრობს ფესვებში მაცოცხლებელ სინესტეს და შემორჩენილ, დრომოჭმულ ქარსაცავ ალვებსაც დღეს თუ ხვალ, ფუძეში დაუნდობლად გადაამსხვრევს.

საგარეჯოდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ტერიტორია თითქოს უკაცრიელობისთვის გაუწირავს ღმერთს. იშვიათობაა დახნული სავარგული, კიდევ უფრო იშვიათი _ ფერმები, რომლის ახლოს ნაკელის გორები და თივის გაშავებული ზვინებია. უფრო შორს კი მოჩანს ცხვრის ფარა ან ძროხის ნახირი. აქაურობა უფრო სტეპია ან ნახევარუდაბნო, მაგრამ არა ისეთი, აზია-აფრიკაში რომ მინახავს, სადაც მიწას წვეთ-წვეთად აწოდებენ წყალს, რათა იხაროს საზრდელმა კაცისამ!

თუ სწორად მახსოვს, კომუნის­ტების დროს, სოფელი უდაბნო მოხალისეებისგან შექმნეს. მართალია, იქიდან ბევრმა მალე ისევ ქალაქისკენ იბრუნა პირი, მაგრამ კომუნისტურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარეჯში ცხოვრება შეიძლება! კომუნისტებამდე საუკუნეებით ადრე კი ღირსმა მამა დავით გარეჯელმა წალკოტი შექმნა იქ, სადაც ქვეწარმავლების გარდა, არაფერი ბინადრობდა.

დავითგარეჯისკენ მიმავალ გზაზე, 6 ჰექტარი მიწა ჩალის ფასად იყიდებოდა ხუთიოდე წლის წინ. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული, მოუვლელი მწვანე და რქაწითელი ვერანდებოდა, დანარჩენი მიწაც ოხრად რჩებოდა, მაგრამ ეს მიწა ახალგაზრდა კაცმა იყიდა. ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში ნოდარ ლატიბაშვილს, რომელიც უმიზნო მფანტველის შთაბეჭდილებას არასდროს ტოვებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, იმ დროს ნოდარს ეს ფული საიდან ჰქონდა. მართალია, უშრომელი და ზარმაცი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ მიწის საყიდელი ფული დედამ ოკეანის გადაღმიდან გამოუგზავნა. იცის ნოდარმა ემიგრანტი მშობლის ფასი, ემიგრანტული ხელფასის ყადრიც, ამიტომ დედის გამოგზავნილ ფულს დროის ტარებაში არ ხარჯავდა. დედამაც იცოდა, რომ მისი ვაჟი ფულს ქარს არ გაატანდა და შვილის ენთუზიაზმს მხარი დაუჭირა.

ნოდარს ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ თბილისში უდრტვინველად, "საშუალო-სტატისტიკურად" იცხოვროს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და და-ძმა. 29 წლის კაცისთვის იდეალური მდგომარეობა აქვს, არც გონიერება აკლია და არც განათლება, შრომითი ბიოგრაფიაც რამდენიმე კაცს ეყოფა, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც სურს.

რაღაც პერიოდი სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა და აგროწარმოების სპეციფიკამ დააფიქრა. ყველაზე მეტად იმან ააღელვა, რომ ერთ წელს, კახეთში ბარაქიანი მოსავლის პირობებში, საფერავის სარეკორდო ანაზღაურება სოფლის მეურნეობის რეინვესტირებაში კი არ დახარჯეს გლეხებმა, არამედ _ ჯიპების შეძენაში. მარტივი გასაგებია, რომ სოფლის მეურნეობას მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომობილის შეძენა ვერ განავითარებს. შემდეგ წლებში ყურძნის ფასი შემცირდა (ძალიან კარგად დაითვალეს ღვინის მწარმოებლებმა, რომ კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება 25 თეთრს არ აღემატებოდა, მით უფრო _ თავისი ზვრებიც ბევრ წარმოებას გააჩნია და ბიზნესის ვერაგი წესის მიხედვით, მალფუჭებადი პროდუქტი პირველადმა მწარმოებელმა უნდა გაყიდოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად)... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი