"აეროსმიტი" საქართველოშია - კადრები ბათუმიდან

"აეროსმიტი" საქართველოშია - კადრები ბათუმიდან

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი "აეროსმიტი" უკვე საქართველოშია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი 18:45 საათზე ჩამოვიდა. "აეროსმიტს" 20 მაისს "ბლექ სი არენა" უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის "Aero-Vederci Baby!" ფარგლებში წარდგება. "Aerosmith"-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს.  2017 წლის ევროტურის ფარგლებში, "Aerosmith" კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში "ჰელფესტი" (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული "დაუნლოუდ ფესტივალი" (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე "Aerosmith"-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში. "Aerosmith"-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახურის ცნობით, 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. "Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, ის იქნება ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას", - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: Aerosmith already in Batumi - Fans awaiting legendary group’s performance today + PHOTOS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი