"მზიურთან სასულიერო პირები ფილმის "პრაიდი" ჩვენებას აპროტესტებენ

"მზიურთან სასულიერო პირები ფილმის "პრაიდი" ჩვენებას აპროტესტებენ

"მზიურთან" სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი. ისინი ფილმის "პრაიდი" ჩვენებას აპროტესტებენ. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ფილმი მამათმავლობის პროპაგანდაზეა და მათთვის გარყვნილების ქადაგება მიუღებლია. "დაუშვებელია ბავშვთა ცენტრის ტერიტორიაზე ასეთი ფილმის ჩვენება", - აცხადებენ "მზიურთან" მყოფი სასულიერო პირები.

ამჟამად ფილმის ჩვენება შეწყვეტილია, რადგან ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.

ვინ შეძლებს 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარებას

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ