"გვითხრეს, შენობაში ბომბიაო" - "მზიურში" არსებული კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

"გვითხრეს, შენობაში ბომბიაო" -  "მზიურში" არსებული კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

"მზიურის" ტერიტორიაზე არსებული კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.

ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია, რომელსაც "მზიურთან" სასულიერო პირები და მრევლი მართავდა. ისინი ფილმის "პრაიდი" ჩვენებას აპროტესტებდნენ. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ფილმი მამათმავლობის პროპაგანდაზეა და მათთვის გარყვნილების ქადაგება მიუღებლია.

"დაუშვებელია ბავშვთა ცენტრის ტერიტორიაზე ასეთი ფილმის ჩვენება", - აცხადებდნენ "მზიურთან" შეკრებილი სასულიერო პირები. ევაკუაცის გამო ფილმის ჩვენება შეწყდა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი