რას ნიშ­ნავს თბი­ლი­სე­ლო­ბა

რას ნიშ­ნავს თბი­ლი­სე­ლო­ბა

მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი, ბა­ტო­ნი სო­სო მა­ი­საშ­ვი­ლი სო­ლი­და­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მ­ნას აპი­რებს და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს სთხოვს, მას შე­უ­ერ­თ­დ­ნენ. ბა­ტო­ნი სო­სოს აზ­რით, თბი­ლი­სე­ლო­ბა დღეს ბევრს არას­წო­რად ეს­მის, რის გა­მოც გუ­ლი სწყდე­ბა; მი­სი აზ­რით: "თბი­ლი­სე­ლო­ბა ნიშ­ნავს სხვი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­ფა­სე­ბას. იმ კუთხის პა­ტი­ვის­ცე­მას, სა­დაც ჩა­დი­ხარ..."

"მა­ინც, რა არის ის ფე­ნო­მე­ნი, რა­საც ჰქვია "თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლო­ბა"? ვი­საც სსრკ-ის პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია ცხოვ­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლად დი­დი პე­რი­ო­დის გა­ტა­რე­ბამ, მან კარ­გად იცის, რას ნიშ­ნავ­და ცნე­ბა, ნამ­დ­ვი­ლი თბი­ლი­სე­ლო­ბა. ეს იყო სი­ნო­ნი­მი: ვაჟ­კა­ცო­ბის, ზრდი­ლო­ბის, თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის, უფ­როს-უმ­ც­რო­სო­ბის, ქა­ლის მი­მართ მოკ­რ­ძა­ლე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვის. მათ ზო­გა­დად, რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­მო­არ­ჩევ­და. მა­გა­ლი­თად, თუ მა­მა­კა­ცი ქალ­თან ერ­თად მი­დი­ო­და, არ არ­სე­ბობ­და, ვინ­მეს მის­თ­ვის შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა ქა­ლის თან­დას­წ­რე­ბით, რო­გო­რი მტრო­ბაც უნ­და ჰქო­ნო­დათ ერ­თ­მა­ნეთ­ში. არას­დ­როს და­უშ­ვებ­დ­ნენ ძლი­ე­რის მი­ერ სუს­ტის და­ჩაგ­ვ­რის ფაქტს. ასე­ვე, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სხვა ეროვ­ნე­ბი­სა და აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ იჩენ­დ­ნენ შემ­წყ­ნა­რებ­ლურ და ტო­ლე­რან­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­საც დღეს და­სავ­ლე­თის სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ითხოვს ჩვენ­გან. ქარ­თ­ვე­ლებს ეს ნამ­დ­ვი­ლად არ გვეს­წავ­ლე­ბა სხვე­ბის­გან და ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია მე­ი­და­ნი _ აქ ქარ­თუ­ლი, ებ­რა­უ­ლი, მუს­ლი­მა­ნუ­რი, კა­თო­ლი­კუ­რი და სხვა აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ტაძ­რე­ბი ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რ­შია თავ­მოყ­რი­ლი, თით­ქ­მის ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ და ყვე­ლა ტა­ძა­რი არის მოქ­მე­დი, თი­თო­ე­ულ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წირ­ვა-ლოც­ვა.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 78-ზე მე­ტი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მათ არა­ვინ ავიწ­რო­ებს. მრავ­ლ­დე­ბი­ან და ქმნი­ან ოჯა­ხებს. ძველ თბი­ლი­სე­ლებს კარ­გად ახ­სოვთ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ეზო­ე­ბი, მაგ­რამ მე მათ თბი­ლი­სურ ეზო­ებს და­ვარ­ქ­მევ­დი. ამ ეზო­ებ­ში თა­ნაცხოვ­რობ­დ­ნენ: ქარ­თ­ვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, იეზი­დე­ბი, ასი­რი­ე­ლე­ბი, ქურ­თე­ბი, ოსე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი და ა.შ.

ამ ეზო­ებ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო იყო. საჭ­მელ­საც კი რიგ­რი­გო­ბით ამ­ზა­დებ­დ­ნენ ოჯა­ხე­ბი და მე­რე ყვე­ლა ერ­თად მი­ირ­თ­მევ­და. აქ ყვე­ლა ერთ ენა­ზე _ ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე სა­უბ­რობ­და, რაც ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­გე­ბი იყო. თბი­ლი­სე­ლო­ბა ერ­თ­მა­ნე­თის გა­ტა­ნა­საც ნიშ­ნავ­და. რო­ცა ერთ ოჯახს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მხარ­ში ედ­გ­ნენ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მა­ნამ, ვიდ­რე ოჯა­ხი გა­ჭირ­ვე­ბი­დან არ გა­მო­ვი­დო­და. სა­ერ­თოდ, ცნე­ბას თბი­ლი­სე­ლო­ბა არა­ერ­თ­მა თბი­ლი­სელ­მა ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, თა­ვი­სი ვაჟ­კა­ცუ­რი, ჯენ­ტ­ლ­მე­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. ასეთი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლას აქ შეგ­ნე­ბუ­ლად არ შე­ვუდ­გე­ბი...

ერ­თხელ, ერ­თ­მა ჩემ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ზეს­ტა­ფო­ნი­დან იყო, მაგ­რამ დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, პირ­და­პირ მითხ­რა: მას­წავ­ლე ერ­თი, რო­გორ გავ­ხ­დე თბი­ლი­სე­ლიო? მას იმ­დე­ნად მოს­წონ­და ის თბი­ლი­სუ­რი უნა­რე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, რა­ზეც ზე­მოთ უკ­ვე ვი­სა­უბ­რე, რომ ასე­თი კითხ­ვა და­მის­ვა...

აქ­ვე მინ­და გან­ვავ­რ­ცო თე­მა: რას ნიშ­ნავს ჭეშ­მა­რი­ტი თბი­ლი­სე­ლო­ბა? ეს ნიშ­ნავს სხვი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­ფა­სე­ბას. იმ კუთხის პა­ტი­ვის­ცე­მას, სა­დაც ჩა­დი­ხარ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი