როდემდე შენარჩუნდება წვიმა და ცვალებადი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება წვიმა და ცვალებადი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა შესაძლოა ნალექის ინტენსივობა მცირედით შემცირდეს.

მისივე თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ სეტყვაა მოსალოდნელი. ხვალ დილიდან შედარებით გამოიდარებს და ნალექი შეწყდება, თუმცა ამაღამ და ხვალ საღამოს საათებში უმეტეს რაიონში მაინც იწვიმებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უმეტეს რაიონებში შეწყდება წვიმა. თუმცა, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ იწვიმებს. მისივე თქმით, წვიმა და არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 23 და 24 მაისამდე გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი