"საქართველოს ბანკები მომგებიანობით მსოფლიოს ათეულშია"

"საქართველოს ბანკები მომგებიანობით მსოფლიოს ათეულშია"

"საქართველოს ბანკების მომგებიანობა­ ისტორიულ მაქსიმუმზეა", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხე­ილ დუნდუა და ამბობს, რომ ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა უფრო მეტი მოგება ნახეს, ვიდრე თავიანთი არსებობის ისტორიაში.

მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია და მე-9 ადგილზეა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ჩამორჩე­ნილი ქვეყნების მხარდამხარ. ამ ტემპით­ საქართველოს კომერციული ბანკების მომგებიანობა თანდათან ემსგავსება საფ­ინანსო კომპანია "საქართველოს" შეთავაზებებს, რომელიც თავის კლიენტებს 30%-იან მოგებას სთავაზობდა. საბანკო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, უკვე მიიღო კაპიტალზე 27%-იანი მოგება.

მაგალითისთვის რამდენიმე საინტერესო მონაცემს დაგისახელებთ: უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება, ანუ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ იანვრამდე 80%-ით, ანუ 890 მილიონი დოლარით გაიზარდა. მხოლოდ 2016 წელს ზრდამ 22% შეადგინა, თანხობრივადაც ყველაზე დიდი მატება ამ წელს იყო - უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება 348 მილიონი დოლარით გაიზარდა. სხვათა შორის, ამავე წელს ყველაზე მაღალი იყო ავტომობილების იმპორტიც და მან 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ადგილობრივ ბიზნესზე უცხოურ ვალ­უტაში გაცემულმა სესხებმა იმავე 2013-2016 წლების პერიოდში მხოლოდ 163 მლნ დოლარით მოიმატა, რაც 5,5-ჯერ ნაკლებია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაზარდზე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი