დღეს საღამოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონემ მოიმატოს

დღეს საღამოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონემ მოიმატოს

ძლიერი წვიმის გამო, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონემ მოიმატოს.

გარემოს ეროვნული სააგენტო 22 - 28 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

22 მაისის საღამოდან 25 მაისამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ძლიერი წვიმის გამო, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი