"ყველაფერს თავიდან სწავლობს - ჭამას, ჯდომას..." - რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას შვილი მამის მდგომარეობაზე

"ყველაფერს თავიდან სწავლობს - ჭამას, ჯდომას..." - რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას შვილი მამის მდგომარეობაზე

ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას ჟურნალ "გზასთან" ბევრჯერ უსაუბრია. მასთან არაერთი აქტიური, საქმიანი, ემოციური და საინტერესო ინტერვიუ ჩაგვიწერია. დღეს მამაზე საუბარი მის ქალიშვილს, მიმი ვადაჭკორიას უწევს. მოგეხსენებათ, ილუზიონისტი რამდენიმე თვის წინ ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, 22 მარტს ცნობიერება დაუბრუნდა და მართვის აპარატიდანაც გამორთეს.

- დღესდღეობით მამა უკეთ არის, კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის და ყველაფერს თავიდან სწავლობს, - ჭამას, ჯდომას, ნელ-ნელა კიდურებს ამოძრავებს. ეტლში როცა ვსვამთ ან წევს, წამოდგომას და ლაპარაკს ცდილობს. მოკლედ, სიცოცხლისთვის იბრძვის... მეხსიერება 100 პროცენტით ჯერ არ არის აღდგენილი, მაგრამ ექიმები გვეუბნებიან, რომ თანდათან აღდგება და მამა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება... მაგალითად, რომ ეკითხებიან, - რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავსო? პასუხობს, რომ ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ზოგჯერ კი ამბობს, რომ ორი შვილიშვილის ბაბუაა - ჩემი ვაჟი ჯერ პატარაა, თან, ჩვენ მამასთან ერთად არ ვცხოვრობთ და ამიტომაც არის, რომ ჩემი ძმისშვილები უფრო ახსოვს. დედას ხშირად ეძახის. როცა შვილები (მე და ნიკა) მასთან არ ვართ, სულ კითხულობს, - სად არიანო? არ მოსწონს, როცა ვტოვებთ. უნდა, რომ კლინიკიდან სახლში წამოვიყვანოთ. გვეკითხება: როდის წამიყვანთ აქედან? სად ვარ და რატომ ვარ აქო?

- ე.ი. სახლში გთხოვთ წაყვანას?

- კი და ვუხსნი, - ცუდად იყავი, რეანიმაციაში იწექი და წამლებს გიკეთებდნენ. აქ ცოტა ხანს კიდევ უნდა იყო, რომ ფეხზე წამოდგომა და სახლში წასვლა შეძლო. კლინიკაში ვარჯიშებს, მასაჟებს გიტარებენ-მეთქი. ერთ დღეს გვთხოვა: ხომ იცით, ჩემი ფეხით ვერ წამოვალ და გეხვეწებით, წამიყვანეთ, სახლში დავწვები და ია (დედაჩემი) იქაც მომივლისო... კლინიკაში კიდევ ერთი თვე მოუწევს დარჩენა...

- მგონი, სარეაბილიტაციოდ სომხეთშიც აპირებდით მის წაყვანას...

- კი, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და მისი სომხეთში წაყვანა საჭირო აღარ არის...

- რამდენი ხანია, რაც ავადაა?

- 28 თებერვალს, სავარაუდოდ, პირველის ნახევარი იქნებოდა, ცუდად რომ გახდა... მამასთან ყოველდღიურად სატელეფონო ურთიერთობა მქონდა. ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და თუ მე ვერ მიკავშირდებოდა, ჩემს ქმარს ურეკავდა. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია... მოკლედ, მამას 12 საათზე ვესაუბრე. მისი თხოვნით, ერთ საქმეზე ვიყავი და რომ დავბრუნდი, შედეგებზე მოვუყევი. ნახევარი საათის შემდეგ, რატომღაც კიდევ დავურეკე, მისი მოკითხვა მომინდა. უცხო პიროვნებამ მიპასუხა, - ბატონი ზურაბი კონცერტის თაობაზე ჩვენთან იყო შეხვედრაზე, უეცრად ცუდად გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთო. ჩემს ძმას დავურეკე და ეს ამბავი გავაგებინე. მერე მეუღლეს შევეხმიანე: მომაკითხე და აქედან წამიყვანე-მეთქი. არ მინდოდა, დედისთვის მეთქვა, ემოციური ადამიანია და ინერვიულებდა. თან, ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მამა ასე მძიმედ იყო. არადა, დედამ თავად დამირეკა: სად ხარ? მამაშენი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაუყვანიათო. თურმე, იმ დაწესებულების ადმინისტრატორმა დაურეკა, სადაც მამა ცუდად გახდა... მას მერე მეც ვესაუბრე და ყველაფერი დეტალურად მიამბო: კონცერტები დავგეგმეთ და თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართს გვიწერდა, როცა თქვა: თავი ძალიან ამტკივდა, ხელები დამიბუჟდაო. მერე სახე გასწითლებია. უკითხავთ, - წნევა ხომ არ გაწუხებთო? "სასწრაფოსთვის" დაურეკავთ. თურმე, გარშემო მყოფებს ეუბნებოდა, - ჩემს მეუღლეს გააგებინეთო და ტელეფონის ნომერი უთქვამს მათთვის. ადმინისტრატორმა მითხრა: როცა დედათქვენმა არ გვიპასუხა, შევთავაზეთ, რომ შვილებს დავურეკავდით, მაგრამ იუარა, - ინერვიულებენო...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი