კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:38 / 24-05-2017
"სიკვდილი მინდოდა, 9 წლის ლამაზი ბიჭი მიყურებდა უიმედო თვალებით და არაფრის გაკეთება არ შემეძლო..."
"გაიცანით ნიკუშა! ეს ძალიან საყვარელი და ლამაზი ბიჭი ნიკუშა დვალაძეა. მე ის ოთხი თვის წინ გავიცანი, როცა ისრაელში ლეიკემიის დიაგნოზით სამკურნალოდ ჩამოვიდა. გარეგნობასთან ერთად ნიკას საოცარი შინაგანი სამყარო აქვს, განათლებული და დახვეწილი ბიჭია. უნდა ნახოთ საკუთარი ანალიზების პასუხს როგორ კითხულობს, ზუსტად იცის რა არის ნორმა, რა გადახრა, დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ საქართველოს უმაგრესი ექიმი ეყოლება. უმოკლეს დროში შეაყვარა თავი აქაურ მედპერსონალს. გაიჩინა ახალი მეგობრები, უკრაინელი და დაღესტნელი მასავით "თავხოტორა" ბიჭები.

პერიოდულად თამაშობენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ პერიოდულად. მათი მკურნალობის პროცესი ურთულესია, მხოლოდ ერთი დღის მანძილზე მისაღები თუ გადასასხმელი პრეპარატების რაოდენობა და დასახელებაა დამთრგუნველი. ნიკა კი ამას ისე კაცურად იტანს, ბევრ მოზრდილს შეშურდება. მხოლოდ ერთხელ დაიწუწუნა, რომ ძალიან დაიღალა. უზომოდ ენატრება საქართველო, სკოლა, მეგობრები, პატარა ძამიკო, რომელმაც ვერ გაარკვია უცებ სად დაეკარგა დედა, მამა და ნიკუშა. ყველაზე ძალიან კი, ბებოს გაკეთებული ლობიო ენატრება...

ნიკას მკურნალობა შედეგიანია, ის საბოლოოდ განიკურნება სამი ეტაპის დასრულებისას. თავდაპირველად მოთხოვნილი თანხა ოჯახმა მეგობრებისა და ფონდების დახმარებით შეაგროვა, მაგრამ თანდართული
გართულებების გამო თანხა გასამმაგდა. ნიკას მშობლები ოთხი თვის მანძილზე არ მიმართავდნენ უცხო ადამიანებს დასახმარებლად, რადგან კარგად იციან, რომ სოციალური ქსელი სავსეა მსგავსი მიმართვებით. ამ სიტუაციაში ისინი იქით ეხმარებიან სხვებს.

ბოლოს ნიკა ორი დრის წინ ვნახე, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ უკვე და საიდუმლოდ მითხრა, რომ ალბათ მალე წავალ უკან... რადგან თანხა ამოიწურა და მკურნალობას ვეღარ გააგრძელებს... სიკვდილი მინდოდა იმ წუთას, რადგან ცხრა წლის ლამაზი ბიჭი მიყურებდა უიმედო თვალებით და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მცირე პაუზის შემდეგ კი გავბედე და იქით შევუტიე, ვერსად ვერ წახვალ, უამრავი ხალხი ეხმარება ერთმანეთს და ჩვენც დაგვეხმარებიან. მერე მე რო არ მიცნობს უამრავი ხალხიო? ამიტომ ქვია ჩემ ჩანაწერს - გაიცანით ნიკუშა! მადლობა თანადგომისთვის ❤

შეგიძლიათ დარეკოთ ჯეოსელიდან, მაგთიდან ან ბილაინიდან 0901901926 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი)
ან ჩარიცხოთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი GE23BG0000000144601400 (მიმღები ზაზა დვალაძე)
თიბისი ბანკი GE60TB7586445064300001 მიმღები თამარი ნოზაძე

14:08 / 28-06-2017
akaki
0
ღმერთმა გიშველოს და გაგაძლიეროს . თუ ვინმე წაიკითხავს ჩემს წერილს . ყველას უმორჩილესად გთხოვთ. დაივიწყეთ ერთი დღის სიამოვნება , ღრეობა. დაეხმარეთ ამ ლამაზ ბიჭუნას ფინანსურად რათა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და გამოჯამრთელდეს. ვისაც რამდენის შესაძლებლობა გაგაჩნიათ, ხოლო ვისაც იმაზე მეტის შესაძლებლობა გაგაჩნიათ მაშინ დაეხმარეთ რათა გადარჩეს და დაამარცხოს დაავადება ამ პატარა ანგელოზმა. იმედია წაიკითხავთ და უყურადღებოდ არ დარჩება ჩემი წერილი.
18:08 / 26-06-2017
ჩვენი დახმარება წვეთია ზთვაში
0
არც ელტონ ჯონი გვინდა არც მონიკა ბელჩი და არც სხვები.

მთავრობავ შექმენით -გამონახეთ ფინანსების წყარო და გადაარჩინეთ პატარები ამ ტანჯვისაგან, როგორ გავაცოცხლოთ პატარკაციშვილი -ვნატრობთ იმ დროს
მსგავსი სიახლეები
"მკურნალის" ოქტომბრის ნომრის რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის ფონდში
ლეიკემია სიმსივნური დაავადებების რიგს მიეკუთვნება და ბავშვთა ონკოლოგიაში სიხშირით პირველ ადგილზეა
"არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი პრობლემების შესახებ საუბარი. ნანუკას ლეიკემია აქვს...
"ახლა ისევ იმ ხერხებით მკურნალობენ ასობით ბავშვს! ლეიკემია და იმუნიტეტის ნაკლებობა ვერ გაურკვევიათ"
ეს ბავშვები სულ ცოტა ხნით, სულ რამდენიმე წუთით მაინც იყვნენ ბედნიერები...
"ქართველი ხალხის თვალებში დანახულმა სითბომ და სიყვარულმა იმდენი ძალა მომცა, რომ დაღლა საერთოდ არ მიგრძნია."
ამ სევდიანმა ამბავმა თავის დროზე მსოფლიო შეძრა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49