"სიკვდილი მინდოდა, 9 წლის ლამაზი ბიჭი მიყურებდა უიმედო თვალებით და არაფრის გაკეთება არ შემეძლო..."

"სიკვდილი მინდოდა, 9 წლის ლამაზი ბიჭი მიყურებდა უიმედო თვალებით და არაფრის გაკეთება არ შემეძლო..."

"გაიცანით ნიკუშა! ეს ძალიან საყვარელი და ლამაზი ბიჭი ნიკუშა დვალაძეა. მე ის ოთხი თვის წინ გავიცანი, როცა ისრაელში ლეიკემიის დიაგნოზით სამკურნალოდ ჩამოვიდა. გარეგნობასთან ერთად ნიკას საოცარი შინაგანი სამყარო აქვს, განათლებული და დახვეწილი ბიჭია. უნდა ნახოთ საკუთარი ანალიზების პასუხს როგორ კითხულობს, ზუსტად იცის რა არის ნორმა, რა გადახრა, დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ საქართველოს უმაგრესი ექიმი ეყოლება. უმოკლეს დროში შეაყვარა თავი აქაურ მედპერსონალს. გაიჩინა ახალი მეგობრები, უკრაინელი და დაღესტნელი მასავით "თავხოტორა" ბიჭები.

პერიოდულად თამაშობენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ პერიოდულად. მათი მკურნალობის პროცესი ურთულესია, მხოლოდ ერთი დღის მანძილზე მისაღები თუ გადასასხმელი პრეპარატების რაოდენობა და დასახელებაა დამთრგუნველი. ნიკა კი ამას ისე კაცურად იტანს, ბევრ მოზრდილს შეშურდება. მხოლოდ ერთხელ დაიწუწუნა, რომ ძალიან დაიღალა. უზომოდ ენატრება საქართველო, სკოლა, მეგობრები, პატარა ძამიკო, რომელმაც ვერ გაარკვია უცებ სად დაეკარგა დედა, მამა და ნიკუშა. ყველაზე ძალიან კი, ბებოს გაკეთებული ლობიო ენატრება...

ნიკას მკურნალობა შედეგიანია, ის საბოლოოდ განიკურნება სამი ეტაპის დასრულებისას. თავდაპირველად მოთხოვნილი თანხა ოჯახმა მეგობრებისა და ფონდების დახმარებით შეაგროვა, მაგრამ თანდართული გართულებების გამო თანხა გასამმაგდა. ნიკას მშობლები ოთხი თვის მანძილზე არ მიმართავდნენ უცხო ადამიანებს დასახმარებლად, რადგან კარგად იციან, რომ სოციალური ქსელი სავსეა მსგავსი მიმართვებით. ამ სიტუაციაში ისინი იქით ეხმარებიან სხვებს.

ბოლოს ნიკა ორი დრის წინ ვნახე, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ უკვე და საიდუმლოდ მითხრა, რომ ალბათ მალე წავალ უკან... რადგან თანხა ამოიწურა და მკურნალობას ვეღარ გააგრძელებს... სიკვდილი მინდოდა იმ წუთას, რადგან ცხრა წლის ლამაზი ბიჭი მიყურებდა უიმედო თვალებით და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მცირე პაუზის შემდეგ კი გავბედე და იქით შევუტიე, ვერსად ვერ წახვალ, უამრავი ხალხი ეხმარება ერთმანეთს და ჩვენც დაგვეხმარებიან. მერე მე რო არ მიცნობს უამრავი ხალხიო? ამიტომ ქვია ჩემ ჩანაწერს - გაიცანით ნიკუშა! მადლობა თანადგომისთვის ❤

შეგიძლიათ დარეკოთ ჯეოსელიდან, მაგთიდან ან ბილაინიდან 0901901926 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი)

ან ჩარიცხოთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი GE23BG0000000144601400 (მიმღები ზაზა დვალაძე)

თიბისი ბანკი GE60TB7586445064300001 მიმღები თამარი ნოზაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ