"მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

"მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

2008 წელს ერთი ქართული ოჯახი ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე დაიშალა. ცოლი "რატომღაც", რუსეთში არ გაჰყვა ქმარს და დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. თეა ხასაია იმ ქალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც "სამშობლო" და "ოჯახი" ლიტონი სიტყვები არ არის. ეროვნული იდენტიფიკაცია მისთვის მხოლოდ ქართული ენისა და გვარის შენარჩუნება არ გახლავთ...

თეა 1975 წლის ქრისტეშობის თვეს დაიბადა, ზუგდიდში. 1992 წელს ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენ­ტული სკოლა ათ მოსწავლეს დაუსრულებია და ათივე საუცხოო განათლებით გამოირჩეოდა. იმავე წელს ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის იყო თეაც. ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას სოხუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ესწავლა, მაგრამ 1993 წლის ავადსახსენებელმა ომმა, როგორც სხვა ათასობით ქართველი, ზუგდიდელი გოგონაც გამოარიდა აფხაზეთს.

მერე დედამ თბილისში სასწავლებლად არ გაუშვა და ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელებინა სტუდენტობა. მოსწავლეობის დროს, კეკელიძისა და ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომებით განსწავლულმა გოგონამ, ბევრი ვეღარაფერი დაამატა თავის ცოდნას უნივერსიტეტში. დაოჯახება, პატარა ქალიშვილი, ოჯახის უხმაუროდ დანგრევა, ემიგრაცია და პატარა შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც მხოლოდ ორი თვისაა და ჯერ ბებოს არ უნახავს, - ეს არის მოკლე ამბავი ქალის, რომელიც 6 წელია, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ემიგრანტია... ჯერ კიდევ არ იცის, როდის დაიხსნის თავს ემიგრაციის საცეცებიდან და აღარ დასჭირდება სამშობლოს მონატრებით ცხოვრება.

ახლა კი თავად თეას ნაამბობს გადმოგცემთ, რაც შეიძლება ათასობით ემიგრანტის დამოკიდებულებას გაგონებდეთ, რადგან მონათხრობში არაფერია ყალბი და გამოგონილი: "პირველად თურქეთში 2011 წელს წამოვედი. მაშინ სამთვიანი ვი­ზები იყო. არა უგვიანეს 90-ე დღისა, საზღვარი უნდა გადაგეკვეთა. არადა, არ გავიდა ეს სამი თვე. უსასრულოდ გაიწელა, მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი, მეჩეთების ქონგურები, სამ თვეში მესამე სამსახური... პირველად ვიყავი მუსლიმანურ სამყაროში.

მაოცებდა კონტრასტი - დახურული და შილიფად ჩაცმული ქალბატონების; მაოცებდა ისიც, რატომ ადუღებდნენ ჩაის ორი ჩაიდნით? რატომ აბლენდერებენ წვნიანს? რატომ მაყოლებენ ეჭვიან, მრისხანე მზერას ქალები? რატომ იხდის ყველა სტუმარი ფეხსაცმელს გარეთ (კარში შემოუსვლელად - ეს საშინლად მშურს და მომწონს)? რატომ არ აქვს ფეხზე სუნი სტუმართაგან არავის (თურმე, თურქები დღეში ხუთჯერ იტარებენ განბანვის რიტუალს - "აბტესტს" არა მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით, არამედ ალაჰის გამო - სხვაგვარად ვერ ილოცებენ)? რატომ სცემენ პატივს მოხუცებს: სულ მოუვლელი, უცხო ბებოც რომ იყოს, ხელზე ტუჩებით ეხებიან და შუბლზე მიიდებენ ხელიანად, მადლი გადმოდისო! ბავშვივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ჩემს დასათვალიერებლად მოსულ ზორბა-ზორბა ქალბატონებს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი