ერთი თვის შემდეგ, შესაძლოა, ბინები გაძვირდეს

ერთი თვის შემდეგ, შესაძლოა, ბინები გაძვირდეს

ივლისიდან ბინები მხოლოდ ლარში გაიყიდება. უძრავი ქონების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს, ერთი მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველების მოზიდვას. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მაკლერების აზრით, ივლისიდან ბინებზე ფასი გაიზრდება, რასაც არ ეთანხმებიან ურბანისტები, რომელთა აზრითაც, უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი შეიცვლება. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ლარი მხოლოდ ფორმალურად იქნება ანგარიშსწორების საშუალება, რადგან ფასს მყიდველიც და გამყიდველიც ისევ დოლარის კურსით დაიანგარიშებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბინებზე მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობაა. მოსახლეობაში ფული არ ტრიალებს. ბოლოდროინდელი ფინანსური კრიზისის გამო, უძრავი ქონებისადმი ინტერესი შენელდა.

ივლისიდან ლარში ფასდადების გამო ბინების გაძვირებას გამორიცხავს ურბანისტი, პროფესორი ლადო ვაროსანიძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, უძრავი ქონება ფორმალურად ლარში გაიყიდება, მაგრამ ანგარიშსწორება დოლარის კურსის შესაბამისად მოხდება. ვარდოსანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოსახლეობა, სურვილის მიუხედავად, ბინის შეძენას ვერ ახერხებს. ამის მზეზი ფინანსური კრიზისია... განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი