C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს უსასყიდლოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000 -მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი