კა­რა­ტის­ტი გო­გო­სა და ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი - "თა­თია ახ­ლა ჩე­მი პი­რა­დი მწვრთნე­ლია"

კა­რა­ტის­ტი გო­გო­სა და ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი - "თა­თია ახ­ლა ჩე­მი პი­რა­დი მწვრთნე­ლია"

ამ წყვილს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი უნ­და იც­ნობ­დეს, მა­თი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გად მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი რომ იყოს.

გო­გი­ტა არ­ქა­ნია ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლია, რო­მე­ლიც კა­რა­ტეს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს ატა­რებს, ხო­ლო მი­სი მე­უღ­ლე, თა­თია მე­ლუა ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მსა­ჯია, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა, კა­რა­ტე­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გან­სა­ჯოს.

რო­გორ და­იწყო მა­თი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­გორ მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბას და რა გეგ­მე­ბი აქვთ სა­მო­მავ­ლოდ, გო­გი­ტა და თა­თია თა­ვად გვი­ამ­ბო­ბენ.

თა­თია მე­ლუა:

-7 წლის ვი­ყა­ვი, ვარ­ჯი­ში რომ და­ვიწყე. კა­რა­ტე­ზე ჩემს ძმა­სა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­ვე­დი. ჩე­მი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გრი­გოლ დარ­ჩი­აშ­ვი­ლი იყო. პირ­ველ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე 7 წლი­სა გა­ვე­დი და მე­სა­მე ად­გი­ლი ავი­ღე. იმ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მე­დალ­სა და დიპ­ლომს ყველ­გან თან ვა­ტა­რებ­დი. დიპ­ლო­მის უკა­ნა მხა­რეს ჩე­მი გუნ­დის წევ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მი­ლოც­ვე­ბი მე­წე­რა. ერთ წელ­ში პირ­ვე­ლი ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გავ­ხ­დი.

-შენ ხარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სტე­რე­ო­ტი­პი -`კა­რა­ტის­ტი გო­გო~ და­ამ­ს­ხ­ვ­რიე. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხომ არ აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ?

-მშობ­ლებ­მა კა­რა­ტე­ზე თა­ვად მი­მიყ­ვა­ნეს, მა­თი მხრი­დან სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და, მაგ­რამ ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან აპ­რო­ტეს­ტებ­და გუ­რუ­ლი დი­დი ბე­ბია. სა­ოც­რე­ბებს მე­უბ­ნე­ბო­და: -გო­გო რომ ტლინ­კებს აყ­რის, იგი რა­ფერ გათხოვ­დე­ბაო? კა­რა­ტეს `კა­რა­ტას~ ეძახ­და. ერთ-ერ­თი შე­ჯიბ­რე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ბე­ბი­ამ ვი­დეო რომ ნა­ხა, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო, რო­გორ ძლი­ე­რად მომ­ხ­ვ­და, -ა, ასე გინ­და შენ, მე­ტის ღირ­სი ხა­რო. ის ბე­ბო ახ­ლა­ხან გარ­და­იც­ვა­ლა, ეს სიმ­წა­რე არ და­მა­ვიწყ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და და მა­საც ასე­ვე ვუყ­ვარ­დი. მე­ო­რე ბე­ბია, დე­დის მა­მი­და, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და, ყო­ფი­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო. ის იმ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზეც კი და­დი­ო­და, რომ­ლებ­ზეც მე არ გა­მოვ­დი­ო­დი.

-კა­რა­ტე შენ­თ­ვის უფ­რო მე­ტი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე ბავ­შ­ვუ­რი გა­ტა­ცე­ბა. შენს მიღ­წე­ვებ­ზე მი­ამ­ბე.

-წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვვარ­ჯი­შობ­დი. გა­მოვ­დი­ო­დი ტურ­ნი­რებ­ზე, მქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა. ევ­რო­პის სამ­გ­ზის, მსოფ­ლი­ოს სამ­გ­ზის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი ვარ.

ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ მქონ­და დრო­ე­ბი­თი პა­უ­ზა. 2 წე­ლი ვე­ღარ ვვარ­ჯი­შობ­დი, წო­ნა­შიც მო­ვი­მა­ტე, ჩე­მი თა­ვი აღარ მომ­წონ­და. და­ვიწყე ვარ­ჯი­ში და 12 კი­ლო უკ­ვე და­ვი­კე­ლი. ახ­ლა ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე აღარ გა­მოვ­დი­ვარ. ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ვარ, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მსა­ჯო­ბის უფ­ლე­ბა მაქვს. მსოფ­ლიო ლი­ცენ­ზია ნო­ემ­ბერ­ში ავი­ღე, რამ­დე­ნი­მე თვის მე­რე -ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­ცენ­ზი­აც. ახ­ლა გა­მოც­დე­ბი კი­დევ უნ­და გა­ვი­ა­რო, რომ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­დე. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსა­ჯო­ბის ლი­ცენ­ზია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩემ გარ­და 2 მსაჯს აქვს.

გო­გი­ტა არ­ქა­ნია:

-აფხა­ზე­თი­დან ვარ, დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ ოჯახ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლა­ში, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი, კა­რა­ტეს წრე გა­იხ­ს­ნა. პირ­ველ შეკ­რე­ბა­ზე 100 ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ზე ბო­ლო­ში ვი­დე­ქი. თავ­და­პირ­ვე­ლად, მწვრთნე­ლი ჩემ­ზე დი­დი იმედს არ ამ­ყა­რებ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე. და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად, იმ ჯგუ­ფი­დან და იმ რე­გი­ო­ნი­დან კი არა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მარ­ტო მე დავ­რ­ჩი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ჩა­ე­ბა. მა­შინ კა­რა­ტე არა­ო­ლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა იყო, ყვე­ლას ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვქონ­და, ქვე­ყა­ნა­ში დი­დი გა­ჭირ­ვე­ბა იყო. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მჯე­რო­და, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი. სულ ვშრო­მობ­დი, ვარ­ჯი­ში­დან გა­მო­სუ­ლი, სახ­ლ­ში მის­ვ­ლის შემ­დეგ, კი­დევ ვვარ­ჯი­შობ­დი.

-პირ­ვე­ლად თა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლად რო­დის იგ­რ­ძე­ნი?

-ზუგ­დიდ­ში ში­და რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნი­რი ჩა­ტარ­და, მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. მე­რე მქონ­და უფ­რო კარ­გი გა­მოს­ვ­ლე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ტურ­ნირ­ზე მედ­ლებს ვი­ღებ­დი, მე­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხ­დი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი