თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები

თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასის შემცირების პარალელურად, კომერციული ფართებიც გაიაფდა. გაყიდვებით ვაკის, საბურთალოსა და სამგორის რაიონები ლიდერობენ. ყველაზე ძვირი ფართები, როგორც გაყიდვის ისე დაქირავების თვალსაზრისით, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზეა.

Allnews.ge დაინტერესდა თუ რომელი ქუჩებია ყველაზე ძვირად ღირებული დედაქალაქში. როგორც უძრავი ქონების სარეალიზაციო ვებგვერდებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, ყველაზე ძვირი ვაკეში მდებარე ფალიაშვილის ქუჩაა. აქ კომერციული ფართის დაქირავების შემთხვევაში 1კვ.მ-ზე 15$-დან 125$-მდე გადაიხდით, რა თქმა უნდა, კომერციული ფართის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გარემონტებულია თუ არა იგი, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, რამდენად ხელსაყრელ ადგილზეა და ა.შ.

მაღალი ფასების მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერი, ასევე პეკინის ქუჩაა, რადგან აქ კომერციული ფართების ქირის ღირებულება 1 კვ.მ-ზე 11$-დან 100$-მდე მერყეობს. უკვე მოწყობილი კომერციული ობიექტის, მაგალითად, სილამაზის სალონის დაქირავების შემთხვევაში, 1 კვ.მ-ის ღირებულება 30-40$-დან იწყება. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი