დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" ახალ შემადგენლობას ამატებს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" ახალ შემადგენლობას ამატებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, სს "საქართველოს რკინიგზა" 26 მაისს თბილისიდან და 28 მაისს ბათუმიდან ახალ შემადგენლობასამატებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია "შტადლერის" ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს ახალი განრიგით შეასრულებს.

"მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50 საათზე, ბათუმში ჩავა 14:13 საათზე, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გავა 16:40 საათზე და თბილისში ჩავა 21:40 საათზე.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამოუკებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი