"ომზე დიდი საშინელება არ არსებობს" - საუკუნის ტოლი ომის ვეტერანის მოგონებები, ტკივილი და რჩევა ახალგაზრდებს

"ომზე დიდი საშინელება არ არსებობს" - საუკუნის ტოლი ომის ვეტერანის მოგონებები, ტკივილი და რჩევა ახალგაზრდებს

ყოველ 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებით დამთავრების სიხარულს, პირველყოფილი სიმძაფრით ალბათ ისე ვერავინ იზიარებს, როგორც ამ ომის მონაწილეები. მათი რაოდენობა კი ყოველ წელს მცირდება.

5 მაისს ავთანდილ ლომთათიძეს 100 წელი შეუსრულდა. ის ომის ვეტერანი გახლავთ, ღირსების ორდენის, მრავალი სიგელის და ჯილდოს მფლობელი. ინტერვიუზე მისულმა მოკრძალებით ვთხოვე, ძალიან თუ არ დაგღლით, თქვენი თავგადასავალი მიამბეთ-მეთქი. - მომისმენ? - შემომაგება კითხვა. მერე კი ლაპარაკი ისეთი რიხით დაიწყო, ბევრი ისეთი დეტალი გაიხსენა, ვუსმენდი და ვფიქრობდი, - ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ კაცმა უკან საუკუნე მოიტოვა.

ომში რომ გაიწვიეს, 23 წლის ბიჭი იყო, მანამდე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. ინჟინრის დიპლომის დაცვიდან მეხუთე დღეს ომში ჯგუფელებთან ერთად წავიდა. სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ 3 დაბრუნებულა და მერე მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ.

ავთანდილ ლომთათიძე:

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად კომისიაზე რომ გამატარეს, მაშინ თქვეს, ამ ბიჭს ჯგუფის გარეშე სისხლი აქვსო. ანუ ჩემი სისხლი 4 ჯგუფიდან არც ერთს არ ესადაგებოდა. უმაღლესი ხარისხის სისხლი მქონდა. ჩემი გზა ფრონტისკენ ნავთლუღიდან დაიწყო. სამხედრო ვაგონებით, ბაქოს გავლით მოსკოვში წაგვიყვანეს. სანამ მოსკოვში ჩავიდოდით, გააჩერეს მატარებელი და უხა მოიტანეს. მანამდე თევზის წვნიანი არასდროს მქონდა გასინჯული და ნახევარიც ვერ შევჭამე. იმდენი სამხედრო ფორმა არ იშოვებოდა, რამდენ ჯარისკაცსაც იწვევდნენ, ამიტომ მეომრებისთვის მწვანე "ადიალები" დაარიგეს. როგორც შინელი, დავახვიეთ, წელზე შემოვიკეცეთ და მოსკოვის ქუჩებში ქართული სიმღერით გავიარეთ.

შემდეგ სოფელ ნახაბინოში ჩაგვიყვანეს. იქ სსრკ-ის შეიარაღებული ძალების აკადემია იყო, სადაც მეთაურების მეუღლეებიც ცხოვრობდნენ. მესანგრეებს ამზადებდნენ, აკოფების აშენებას ასწავლიდნენ. ფრონტის ხაზი ძალიან ახლოს იყო, ყოველდღე იბომბებოდა. ასეთ დროს აკოფებში ვიმალებოდით. მერე არყის ხეების ტყეში გაგვიყვანეს. მე არ გამისინჯავს, მაგრამ თანამებრძოლებისგან ვიცი, თურმე ამ ხეს რომ გადაჭრი, არყის მაგვარი, მათრობელა სითხე გადმოდის. იქ ბიძაშვილმა ჩამომაკითხა, "პაპიროზი" ჩამომიტანა, მისი დანახვა ისე გამიხარდა, ერთი საათი ვკოცნიდი. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბატონ ავთოს დეტალურად და თანამიმდევრულად ახსოვს ფრონტზე გატარებული ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი, სამხედრო მაღალჩინოსნების გვარები... რადგან პროფესიით ინჟინერი იყო, მას დავალებული ჰქონდა, დაენაღმა მნიშვნელოვანი ობიექტები და გერმანელების შემოსვლის შემთხვევაში აეფეთქებინა - მტერს ხელში სიმდიდრე არ უნდა ჩავარდნოდა. თუ არადა, შემდეგ განაღმვითი სამუშაოები ჩაეტარებინა.

ჯერ მოსკოვის მისადგომებთან იბრძოდა, შემდეგ ამიერკავკასიის დასაცავად. დღეს, როცა ომის დეტალებს იხსენებს, ამბობს:

- ყველაზე ცუდი ერებს შორის სიძულვილია, ამაზე საძაგელი რამ არ არსებობს. ადამიანები ერთმა­ნეთს სასიკვდილოდ იმეტებენ. ომი საძაგელია, ყველა ადამიანმა მშვიდობისთვის უნდა იბრძოლოს მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაგვიფაროს და მესამე მსოფლიო ომი რომ მოხდეს, დღეს იმდენი ატომური იარაღია, დედამიწას ამოაყირავებენ.

- 9 მაისი ომის დამთავრების დღეა, თქვენ როგორი განცდა გაქვთ ხოლმე?

- განცდა მაქვს სიხარულის, გამარჯვების... მე ომი ბათუმში დავამთავრე. მოულოდნელად სროლა ატყდა. ვიკითხეთ, - რა ხდება, რაშია საქმე? - ომი დამთავრდაო, გვახარეს, მერე მეომრებმა ერთმანეთი გადავკოცნეთ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი