როგორ აღვნიშნავთ 26 მაისს - ნახეთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს თბილისში

როგორ აღვნიშნავთ 26 მაისს - ნახეთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს თბილისში

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წლევანდელი დღესასწაულის მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანია". ნახეთ ვრცლად, რა ღონისძიებებია დაგეგმილი მთელი დღის მანძილზე თბილისში:

► რუსთაველის გამზირი 11:00 საათიდან 21:00 საათამდე:

• ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა

• საბავშვო არქეოლოგიური გათხრები

• ქვიშაზე ხატვა - ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება

• "ქაჯეთის ციხის" კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე

• მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში

• დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით

• მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი

• "თავისუფალი გაკვეთილები" ბავშვებისთვის - ზღაპრული სივრცე;

• სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი

• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა

• 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

• იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა

• ვირტუალური რეალობის სათვალეებით მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

• ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა;

• 3 არტ კაფე

• კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე

• ინსტალაცია "ვეფხისტყაოსნის" უცხოური გამოცემები და "ანბანი"

• "ვეფხისტყაოსნის" გმირების ვირტუალური გაცოცხლება , პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები

• ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება

• ქუჩის არტი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე

• სპორტული ღონისძიებები

• ეროვნულ მუზეუმში გამოფენა - 51 ენაზე ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი"

• საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი : ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც მოამბე პირდაპირ ეთერში გადაიცემა

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება 12:00 საათზე, ასევე მთელი დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი სამხედრო ტექნიკა.

► რუსთაველის გამზირი

• საბავშვო კონცერტები

11:00 - 15:30

• ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან

13:10 - 18:00

• ელექტრონული მუსიკა

15:50 - 17:40 სთ და 18:00 - 00:00

• მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 - 16:00

• სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი 17:00 და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა.

საზეიმო ღონისძიებები დღის ბოლოს, 21:00 საათზე ვარდების მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება ნახეთ ვრცლად ღონისძიებები რეგიონებში ამ ბმულზე

იხილეთ ვიდეო: რა დაგხვდებათ დღეს თავისუფლების მოედანზე? - ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისის აღსანიშნად იმართება

Independence Day – The birth of Democratic Republic of Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი