"ქაჯეთის ციხე", სიყვარულის ხეივანი, "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები - რუსთაველის გამზირზე შუასაუკუნეებში აღმოჩნდებით...

"ქაჯეთის ციხე", სიყვარულის ხეივანი, "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები - რუსთაველის გამზირზე შუასაუკუნეებში აღმოჩნდებით...

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამინისტროებსა და კერძო კომპანიებს გამოყოფილი აქვთ საკუთარი სივრცეები, სადაც მათი სტენდებია განთავსებული. პარლამენტის წინ მოწყობილია გარემოს დაცვის სამინისტროს სივრცე. ამ სივრცის ფარგლებში განთავსებულია უნიკალური ჯიშის ხეები, ე.წ. სიყვარულის ხეივანი.

დღეს აღინიშნება ასევე შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილე.

"მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" ღონისძიებების ფარგლებში პარლამენტის წინ წარმოდგენილია "ვეფხისტყაოსნის" ინსპირაცია, კერძოდ, ქაჯეთის ციხის იმიტაცია, თამარის ხიდის ანალოგი, ასევე პარლამენტის შენობაზე გამოფენილია "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები.

იხილეთ ვიდეო: "ქაჯეთის ციხე" და "მიჯნურობის ხეივანი" - რუსთაველის გამზირზე ვეფხისტყაოსნის ეპოქაში დაბრუნდებით

წარმოდგენილია სხვადასხვა სტენდი, "ვეფხისტყაოსნიდან" ამოკრეფილი სტროფებითა და ილუსტრაციებით.

ასევე წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მათ შორის მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე სხვადასხვა ხილისგან გაკეთებულია ერთიანი საქართველოს რუკა.

იხილეთ ვიდეო: ხილით აწყობილი საქართველოს რუქა

ფოტო: ირაკლი გედენიძე; ლექსო ნაბახტეველი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი