როგორ შეცვალა "ჩემი ცოლის დაქალებმა" ვახო ოქრუაშვილის ცხოვრება

როგორ შეცვალა "ჩემი ცოლის დაქალებმა" ვახო ოქრუაშვილის ცხოვრება

ვახ­ტანგ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით გა­იც­ნო. კას­პელ­მა ნუ­გომ არ იცის, რა ბე­დი ელის მო­მა­ვალ­ში მის პერ­სო­ნაჟს, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ამ­ღე­რე­ბენ თუ აჩხუ­ბე­ბენ. ის კი ფაქ­ტია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ქუ­ჩა­ში ყვე­ლა სცნობს და ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ხში­რად აჩე­რე­ბენ.

- ძა­ლი­ან კარ­გი მკითხ­ვე­ლი არ ვარ. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში უმე­ტე­სად ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს ვეც­ნო­ბი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარ­და, ცურ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი. სკო­ლა­ში 3 ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ­დით და ეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან კარ­გი იყო.

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბია. პო­ე­ზი­ა­ზე მე­ტად პრო­ზა მიყ­ვარს, ქარ­თულ სუფ­რას­თან - მოლ­ხე­ნა და სიმ­ღე­რა. სე­რი­ალ­ში მე და ქე­თი რომ გვამ­ღე­რეს, ჩვენს დუ­ეტს დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. მე და ქე­თი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ვართ.

ამ სე­რი­ალ­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მცნობს, მა­ჩე­რე­ბენ, ზო­გი სელ­ფის გა­და­ღე­ბას მთხოვს, ზო­გი­ერ­თი ქარ­თ­ლუ­რი კი­ლო­თი მე­ლა­პა­რა­კე­ბა. ჩე­მი გმი­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­ას ნამ­დ­ვი­ლად არ იწ­ვევს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ცუ­დი არა­ფე­რი წა­მი­კითხავს.

წიგ­ნი არას­დ­როს მო­მი­პა­რავს, მაგ­რამ მახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ძველ წიგ­ნებს ახ­ლებ­ში ჩუ­მად რო­გორ ვუც­ვ­ლი­დით. წიგ­ნი, რო­მელ­მაც წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა, "რის­კის არით­მე­ტი­კა" იყო. მიყ­ვარს დე­ტექ­ტი­ვე­ბი. პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ. რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, ეს ფა­კულ­ტე­ტი ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე წე­ლი ჩე­მი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვე. ახ­ლა აღარ ვმუ­შა­ობ.

წიგ­ნე­ბის და ფილ­მე­ბის გმი­რე­ბი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიძ­მა­კა­ცებ­დი ხა­რე­ბას­თან და გო­გი­ას­თან. იმ დრო­ში რომ მეცხოვ­რა, და­თა თუ­თაშ­ხი­ას­თან ვი­მე­გობ­რებ­დი. მას­თან ძმა­კა­ცო­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბო­დი სა­ერ­თო ენა გა­მოგ­ვე­ნა­ხა. და­თას სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გან­ც­და აქვს, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ თვი­სე­ბით ვგა­ვარ. მეც მჩვე­ვია პირ­და­პირ თქმა. არ შე­მიძ­ლია, სათ­ქ­მე­ლი გულ­ში და­ვი­ტო­ვო, ეს დიდ დის­კომ­ფორტს მიქ­მ­ნის. რთუ­ლი სათ­ქ­მე­ლია, ქა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მე­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. გა­მორ­ჩე­უ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­და მა­რი­ტა, ლი­კა ქავ­ჟა­რა­ძის თა­ნა­მედ­რო­ვე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქო­ნო­და, აუცი­ლებ­ლად შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. ნა­ხეთ რო­გო­რია ის "ნატ­ვ­რის ხე­ში", მი­სი არ­შეყ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა?

ჩე­მი მე­უღ­ლე პე­და­გო­გია. 23 და 16 წლის შვი­ლე­ბი მყავს. მათ, რა თქმა უნ­და, მოს­წონთ ნუ­გო და ჩე­მი პო­პუ­ლა­რო­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა 1948 წლის 2 აგ­ვის­ტოს და­იწყო და 1950 წლის 16 ივ­ნისს დას­რულ­და. იმ მე­ტა­ლო­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ით, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა, შე­იძ­ლე­ბა დე­და­მი­წის ეკ­ვა­დორს ერ­თ­ნა­ხე­ვარ­ჯერ შე­მო­ევ­ლოს. რა აშენ­და ამ წლებ­ში?

- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მა­რა­კა­ნას სტა­დი­ონ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ აქვს მსაჯს უფ­ლე­ბა, გან­სა­ჯოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი?

- სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს, არა?

- სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

- რო­ცა თა­ვის ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი თა­მა­შობს?... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი