წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L"-მა სხვადასხვა საინტერესო პროექტი წარადგინა

წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L"-მა სხვადასხვა საინტერესო პროექტი წარადგინა

წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სხვადასხვა საინტერესო პროექტი წარადგინა.

გამომცემლობის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში წარდგენილია საბავშვო, მოზარდების, უფროსი თაობისთვის განკუთვნილი კუთხეები, გარდა ამისა, სპეციალური შოურუმი მოეწყო, სადაც ჯანმრთელობის ენციკლოპედიაა წარმოდგენილი. გამომცემლობამ ასევე ახალი პროექტი "საქართველოს კულინარიული ატლასი" კომპანია "დაუნთაუნთან" ერთად წარმოადგინა, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა, თუ როგორ ამზადებდნენ პროფესიონალი კულინარები სხვადასხვა კერძებს და ადგილზე მომზადებული კერძები თავადვე დაეგემოვნებინათ.

"პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის, თინათინ ფეიქრიშვილის განცხადებით, გამომცემლობა წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდით არის წარმოდგენილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო აქტივობები შესთავაზონ.

მისივე განცხადებით, გამოფენის ფარგლებში "პალიტრა L"-ის სტენდი ტრადიციულად ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L" წარმოდგენილია ყველაზე დიდი სტენდით, თავისი შოურუმებით, სადაც სხვადასხვა საინტერესო პროექტები გვაქვს წარმოდგენილი. ერთ-ერთი არის "ლიბერთინსი", რომელიც პოპულარული პროექტია. გარდა ამისა, გვაქვს საბავშვო სივრცე, სადაც ჯადოსნური გარემო ელოდება ბავშვებს და მოვუწოდებ ყველა მშობელს, თავიანთი პატარები მოიყვანონ. წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები, გაცოცხლებული გვყავს წიგნის პერსონაჟები, ზღაპრული გარემო და ა. შ. გვაქვს კიდევ ერთი შოურუმი, სადაც ჯანმრთელობის ენციკლოპედიის შვიდტომეულია წარმოდგენილი. ეს საკმაოდ მაღალკვალიფიციური თარგმანია, მასზე 20 ქართველი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. ასევე გვაქვს ჩვენი ახალი პროექტის "საქართველოს კულინარიული ატლასის" მასტერკლასი კომპანია "დაუნთაუნთან" ერთად, მოწვეული არიან პროფესიონალი კულინარები, რომლებიც აქვე ამზადებენ კერძებს და მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამ კერძების დაგემოვნების. ვინც გვესტუმრება ოჯახის სრული შემადგენლობით და ფოტოს გადაიღებს, ეს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მობრძანდნენ საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში დღეს "პალიტრა L"-ის ორგანიზებით, „იდეებზე ფიქრის ტექნიკის" შესახებ კრეატივის მასტერკლასი კოტე იანტბელიძემ ჩაატარა, სადაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება მიეცა გაეგო იდეების გენერატორის ტექნიკის შესახებ. კოტე იანტბელიძის განცხადებით, მისი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ყველა ადამიანი დაერწმუნებინა, რომ ისინი არიან კრეატიულები.

"დღეს გვქონდა "პალიტრა L"-ის ორგანიზებით წიგნ "კრეატორის" პრეზენტაცია, წიგნში შესულია სხვადასხვა მოქმედება იდეებზე მოქმედებისთვის. ასევე შესულია სპეციალური სავარჯიშოები, თუ როგორ მიაგნოს და მოიპოვოს მკითხველმა კრეატიული გზა. ჩვენ ვცდილობთ, ყველა დავარწმუნოთ, რომ ყველა ადამიანი კრეატიულია, უბრალოდ მას გამომუშავება სჭირდება", - განაცხადა კოტე იანტბელიძემ.

წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ხვალ დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი