მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."

მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."

კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - კინოს ხმით გამდიდრებას დაემთხვა, რამაც მაყურებელს საშუალება მისცა, მსახიობის გარეგნობასთან ერთად, მისი ომახიანი ხმა, გამოკვეთილი ინტონაცია და მძლავრი ბარიტონი, დარბაისლური საუბრის მანერა მოესმინა. მაღალი, შავგვრემანი, ვაჟკაცური იერი, სახასიათო ნაკვთები, გამოკვეთილი ყვრიმალები, მუქი, ღრმა თვალები და გამჭოლი მზერა - ასეთი იყო სპარტაკ ბაღაშვილი და ეკრანზე გამოჩენისთანავე ყველას ყურადღება მიიქცია.

დებიუტი

სპარტაკ ბაღაშვილის დებიუტი 1936 წელს, კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმში - "არსენა" შედგა. რეჟისორი დიდხანს ეძებდა მსახიობებს შორის არსენას როლის შესასრულებლად შესაფერის სახეს, მაგრამ ბოლოს არჩევანი არაპროფესიონალზე, სატყეო ტექნიკის ინსტიტუტის სტუდენტზე შეაჩერა. მოგვიანებით ჭიაურელი იგონებდა:

"...მე ვიწყებდი "არსენას" გადაღებას. დიდი გულმოდგინებით შევუდექი ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის ძებნას. ვიცოდი, რომ ხალხურ და ლეგენდარულ არსენას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული ხალხის შემეცნებაში და ვცდილობდი, ისეთი არსენა მომეძებნა, რომ მაყურებლის შთაბეჭდილება ამ გმირზე არ გამეწბილებინა... ამ როლისთვის ბევრი ახალგაზრდა გავსინჯეთ, მაგრამ ვერც ერთი ვერ უახლოვდებოდა ჩემი ოცნების არსენას... ერთ საღამოს, სტუდიის მახლობლად მივსეირნობდი. თან, როგორც ყოველთვის, გამვლელ-გამომვლელს ვაკვირდებოდი. ყოფილი მუშტაიდის ბაღის მხრიდან ახოვანი ახალგაზრდა მოდიოდა. გვერდით ორი შავთვალა გოგონა მოჰყვებოდა. შევაჩერე, ჩემ წინ იყო ჭაბუკი, ჩემი დიდი ხნის ოცნება. ვუთხარი, რომ მინდა მივიწვიო არსენას როლზე. ახალგაზრდამ მომიბოდიშა: ვსწავლობ და ეს ხელს შემიშლისო. გული დამწყდა, რადგან დიდი ხნის ოცნება კვლავ აუსრულებელი მრჩებოდა"...

მეორე დღეს ეს ამბავი ჭიაურელმა მეგობრებს უამბო. წუხდა "დაკარგული არსენას" გამო. რეჟისორმა ზაქრო ბერიშვილმა კოლეგის საფიქრალი გულთან მიიტანა და ახლობელს, ლევან ბაღაშვილს თხოვნით მიმართა, - შენი შვილი კინოსტუდიაში მოიყვანეო. აღმოჩნდა, რომ ბერიშვილი სპარტაკს შორიდან იცნობდა და მის სახეში ისიც არსენას პერსონაჟს ხედავდა.

მიხეილ ჭიაურელის მოგონებებიდან:

"გავიდა რამდენიმე დღე. ერთ დილას სტუდიის ეზოში ჩემს ძველ მეგობარს, ლევან ბაღაშვილს შევხვდი. მივესალმე და მოვიკითხე, მეგონა რომელიმე ფილმში გადასაღებად იყო მოწვეული. მან სიცილით მითხრა, ჩემო მიხეილ, ჩემი ვაჟი მოგიყვანე, არსენას როლზე გასინჯეო და იქვე მდგომი ვაჟი წარმომიდგინა. ახლაღა შევხედე ყმაწვილს. თვალებს არ ვუჯერებდი, ეს იყო ჭაბუკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავკარგე! აღტაცებულმა ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: თუ მამას ხმა და ტემპერამენტი ვნახე შენში, უკვე მეყოლება არსენა"...

ჭიაურელს გაუმართლა. ახალგაზრდა გამოუცდელ მსახიობს დაენიშნა მასწავლებლები, რომლებიც მას მეტყველებას, რიტმიკასა და ფარიკაობას ასწავლიდნენ. როდესაც არსენა ოძელაშვილზე შექმნილი მხატვრული ფილმი ეკრანზე გამოვიდა. "არსენა მოდის, არსენა", - შეძახილებით მიაცილებდნენ სპარტაკს ქუჩაში...

ბავშვობა

სპარტაკ ბაღაშვილი 1914 წლის 7 დეკემბერს დაიბადა. მამამისი ლევანი სახალხო თეატრის მსახიობი იყო. როცა მას რუსთაველის თეატრში სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავი გადაუხადეს, საღამოს მისი შვილიც ესწრებოდა. ის მამას თეატრში ხშირად დაჰყვებოდა და სუფლიორობდა კიდეც. თეატრი უყვარდა, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ მსახიობობა არ ისურვა. მიუხედავად ამისა, "არსენას", რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა, მალე სხვა როლებიც მოჰყვა. ბავშვობიდან გულკეთილი ყოფილა და მანდილოსებს დიდ პატივს სცემდა. პატარაობაში დუქნიდან პურის მოტანა ევალებოდა. თვის ბოლოს ლევან ბაღაშვილი მედუქნეს დანახარჯს უნაზღაურებდა. ერთხელ, თანხის შეკრებისას, ოჯახის უფროსმა აღმოაჩინა, რომ შინ მოტანილი პურის რაოდენობა და გადასახდელი თანხა ერთმანეთს არ დაემთხვა. როგორც გაირკვა, როცა სპარტაკი პურს თავისთვის იღებდა, მეორე იქვე, მათ მეზობლად მცხოვრები, ჭლექით დაავადებული კაცის ოჯახისთვის მიჰქონდა. მოგვიანებით, უკვე სახელმოხვეჭილი მსახიობი ხშირად გამოქომაგებია ქუჩაში დაჩაგრულ უცნობებს და მათ გამო თავი საფრთხეში ჩაუგდია. ერთხელ თურმე, ფეხმძიმე ქალი გაჩერებაზე ტროლეიბუსიდან უნდა ჩასულიყო. სპარტაკ ბაღაშვილმა თავისი დიდი, გრძელი ხელებით უკან დასწია კართან მდგარნი, ძირს ჩავიდა, ტროლეიბუსის კართან ჩამსვლელ-ამომსვლელები დააყოვნა და ასე საზეიმოდ, სახეზე ღიმილდაფენილმა ჩააბრძანა უცნობი ქალბატონი.

ჩანაცვლება

"არსენას" კინოფილმები: "განთიადი", "კოლხეთის ჩირაღდნები", "გიორგი სააკაძე" და "აკაკის აკვანი" მოჰყვა. ამ უკანასკნელში კონსტანტინე პიპინაშვილმა მას ერთდროულად, სამი როლის: ესტატე მეწისქვილეს, ვაჟა-ფშაველასა და გამზრდელის განსახიერება მიანდო. ვაჟა მხოლოდ ერთი წუთით ჩანდა ეკრანზე, მაგრამ სპარტაკის პერსონაჟმა საერთო მოწონება დაიმსახურა. ის ჩუმად შედიოდა უკვე ჩაბნელებულ დარბაზში, სადაც ეკრანზე "აკაკის აკვანი" გადიოდა და მაყურებელთა ზურგს უკან ისმენდა შეფასებებსა და "განაჩენს"... მიხეილ ჭიაურელის ფილმში - "გიორგი სააკაძე" სააკაძის როლი სპარტაკ ბაღაშვილს უნდა ეთამაშა. მსახიობი როლზე დამტკიცებული იყო, კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება, მისთვის როლი ჩამოერთმიათ. ახალი მითითებით, მთავარ როლზე აკაკი ხორავა დაამტკიცეს, ხოლო სპარტაკს მეფე ლუარსაბის როლი მისცეს...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე

"ბოლო მონაცემებით, ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ გვაქვს" - ამირან გამყრელიძე