საქართველოს რეგიონებში მოსალოცად ღვთისმშობლის ხატები იმოგზაურებს

საქართველოს რეგიონებში მოსალოცად ღვთისმშობლის ხატები იმოგზაურებს

დღეიდან საქართველოს რეგიონებში მოსალოცად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები იმოგზაურებს.

ხატები სამების საკათედრო ტაძრის ხარების ეკლესიიდან წააბრძანეს, სადაც მსვლელობასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა.

ხატები დღეს ყაზბეგში, სტეფანწმინდის რაიონში გადაბრძანდება. იქ მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დახვდება.

აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები საქართველოს რეგიონებში ერთი წელი და 4-თვე იმოგზაურებს.

"მომლოცველობა და კუთხევა ამ ორი ხატით სრულიად საქართველოსი სტეფანწმინდიდან დაიწყება. ეს ერთი წელი და ოთხი თვე გაგრძელდება. დაილოცება ყველა რეგიონი, ყველა ეპარქია, საქართველოს ყველა კუთხე. მოსახლეობას ექნება ამ სიწმინდეების მოლოცვის შესაძლებლობა.

წელს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღი - ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავი. ამ თარიღებთან დაკავშირებით მოეწყო ლოცვითი მსვლელობა და ასე დაილოცება სრულიად საქართველო. ჩვენ ამით ქართველი ერი - წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, გამოვხატავთ, გავერთიანდეთ დედაღვთისმშობლის კურთხევის ირგვლივ - გავერთიანდეთ, გავმთლიანდეთ და ვიყოთ ერთსულოვანი ღვთისმშობლის მიმართ", - განაცხადა კოდორის ხეობის წინამძღვარმა, არქიმანდიტრმა გიორგმა გურჩიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი