ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი

ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.

მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5-კანდიდატიანი სია შემდეგნაირად გამოიყურება:1. ლადო ჭანტურია - 5 ; 2. სოფიო ჯაფარიძე - 4.69; 3. შოთა გეწაძე - 3.85; 4. თამარ ალანია - 3.77; 5. ირაკლი დონდოლაძე - 3.69.

კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლეობის მსურველი ხუთი კანდიდატის დასახელებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ საკუთარი მანდატი ამოწურა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია ორი დღის განმავლობაში 23 კანდიდატს გაესაუბრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი