"ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი

"ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქარჩავამ განუცხადა, "ანტიპატრიარქისტებს" შორის როგორც საერო, ისე სასულიერო პირები არიან. საპატრიარქოს იურისტი მათი ვინაობის წინასწარ დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ პირებს შორის, ვის ლუსტრაციასაც გეგმავს, ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები არიან.

"ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, როგორც სასულიერო პირების, ისე საერო პირების, ვინც არიან "ანტიპატრიარქისტები". დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, რომ საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს.

"წინასწარ თავს შევიკავებ მათი ვინაობის დასახელებისგან, თუმცა ვიტყვი, რომ არიან ის სასულიერო პირები და მათ ზურგს უკან მდგომები, ვინც მხარს უჭერენ თუნდაც "ციანიდის საქმეს" და მამა გიორგი მამალაძეს. მათ, ვინც ამ საქმეს მხარს უჭერენ, უნდათ პატრიარქის მმართველობის გაუქმება საქართველოში და ამაზე შესაბამის ფაქტებსაც წარმოვადგენთ", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი