უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზი გაითიშება

ხვალ თბილისის ზოგიერთ ქუჩას ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზის მიწოდება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ხვალ, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, გალის ქუჩა №3, №5, №7, ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა №48, ვაშლოვანის ქუჩა №4, №6, პიერ კობახიძის ქუჩა №1, №3 მერაბ კოსტავას უჩა №19, №21, აკაკი ხორავას ქუჩა №9, №12, №22-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი