რით განსხვავდება მარანი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში

რით განსხვავდება მარანი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში

მარანი - ეს არის შენობა, განკუთვნილი ყურძნის დაწურვის, ღვინის დაყენებისა და შენახვის ტექნოლოგიებისთვის. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ტერმინი "მარანი" წარმოსდგება ფუძიდან "მარ", რაც უკავშირდება "სა-მარ-ხს" და ნიშნავს დიდ თიხის ჭურჭელს, ანუ "მარანი" ეს არის მრავლობითად დიდი თიხის ჭურჭლის სამარხი - "სამაროვანი". ღვინის მარანს ძველ საქართველოში, გარდა ტექნიკური ფუნქციისა, ზოგ შემთხვევაში რელიგიური დატვირთვაც კი ჰქონდა: როდესაც საქართველოს მტერი შემოესეოდა და ეკლესია-მონასტრებს დაარბევდა (ამგვარი ეპიზოდებით კი უხვადაა გაჯერებული ჩვენი ქვეყნის ისტორია), ზოგი საეკლესიო რიტუალი, მაგალითად, ჯვრისწერა და ნათლობა, სწორედ მარანში აღესრულებოდა. უთუოდ ამან განაპირობა მარნის არქიტექტურული სტრუქტურა და მისი შემკობა გამორჩეული ორნამენტითა და დეკორით.

საქართველოში დღემდეა შემორჩენილი სხვადასხვა ტიპის მარნის უძველესი ნაშთები, რომელთა საფუძველზეც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გეოგრეფიულ-კლიმატური თავისებურებიდან გამომდინარე, როგორც ვაზის ჯიშები, ყურძნის ხარისხი, ვენახის მოვლის წესები, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია ძალზე განსხვავებული იყო:

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი