დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ბატონმა ედიშერმა საბუთი უნდა წარმოადგინოს... ვიღაცამ მითხრა, სადღაც თქვეს და ყურში ჩამჩურჩულეს, არგუმენტად არ მიიღება

 დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ბატონმა ედიშერმა საბუთი უნდა წარმოადგინოს... ვიღაცამ მითხრა, სადღაც თქვეს და ყურში ჩამჩურჩულეს, არგუმენტად არ მიიღება

ნებისმიერ პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, თუკი საამისოდ რაიმე საჩივარი, მტკიცებულებები და დოკუმენტაცია გააჩნია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.

დეკანოზმა კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ეხებოდა. კერძოდ, ედიშერ ქარჩავას თქმით, მეუფე პეტრეს დღესაც დაგეგმილი აქვს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და "მოკვდინება".

მამა კახაბერისთვის უცნობია, რის საფუძველზე გააკეთა ქარჩავამ მსგავსი განცხადებები. "ერთია განცხადება და მეორეა მტკიცებულება, ბატონმა ედიშერმა საბუთი უნდა წარმოადგინოს, თორემ ასე ადამიანს შეუძლია ყველაფერზე ილაპარაკოს. თუ მას რაიმე დამამტკიცებელი საბუთები აქვს, პირველ რიგში ეს სამართალდამცავ ორგანოებთან უნდა წარადგინოს - თუკი ადამიანმა დანაშაულის შესახებ იცის და არ გაამხელს, დაუშვებელია, დანაშაულია კანონმდებლობით. მეორე, ეს მტკიცებულებები მან საპატრიარქოში უნდა წარმოადგინოს. რამდენად რეალურია, არარეალურია ამას სამართალდამცველ ორგანოებში და საპატრიარქოში განიხილავენ. ასეთია პროცედურები. რას აპირებს ედიშერ ქარჩავა, ჩეთვის უცნობია, რადგან ამის შესახებ მასთან არ მისაუბრია. არ ვიცი, რის საფუძველზე გააკეთა ეს განცხადებები", - განაცხადა მამა კახაბერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს შეუძლია ნებისმიერმა პიროვნებამ მიმართოს, თუკი საამისოდ რაიმე საჩივარი, მტკიცებულებები და დოკუმენტაცია გააჩნია. "ასე რომ, ამის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. ოღონდ ამისთვის საფუძვლიანი არგუმენტრირებული, დასაბუთებული მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ მითხრა, სადღაც თქვეს და ყურში ჩამჩურჩულეს, არგუმენტად არ მიიღება", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ დღეს ასევე განაცხადა, რომ წმინდა სინოდზე იგი მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაშვების საკითხს დააყენებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი